ირანში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი, ამჯერად 16 წლის მსხვერპლი - გოგონას ცხედარი სამთავრობო ძალებმა მოიპარეს - კვირის პალიტრა

ირანში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი, ამჯერად 16 წლის მსხვერპლი - გოგონას ცხედარი სამთავრობო ძალებმა მოიპარეს

მე­სა­მე კვი­რაა, რაც ირან­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ პრო­ტესტს კი­დევ ერთი მსხვერ­პლი, 16 წლის გო­გო­ნა ნიკა შა­კა­რა­მი ჰყავს. გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ირა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა მოკ­ლეს, რის შემ­დე­გაც, მისი ცხე­და­რი მო­ი­პა­რეს და ფა­რუ­ლად დაკ­რძა­ლეს, - ამის შე­სა­ხებ BBC-ის სპარ­სულ ბი­უ­როს ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პი­რებ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

ნიკა 20 სექ­ტემ­ბერს თე­ი­რან­ში გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის შემ­დეგ და­ი­კარ­გა. გო­გო­ნას 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. "მე­გობ­რის­თვის გაგ­ზავ­ნილ ბოლო შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ამ­ბობ­და, რომ მას უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი დევ­ნიდ­ნენ,“ - ყვე­ბა ნი­კას დე­ი­და.ოჯახ­მა სა­ბო­ლო­ოდ, გო­გო­ნას ცხე­და­რი დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში არ­სე­ბულ მორ­გში იპო­ვა.

"რო­დე­საც ამო­საც­ნო­ბად მი­ვე­დით, სხე­უ­ლის და­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მოგ­ვცეს, მხო­ლოდ მისი სახე და­მა­ნა­ხეს რამ­დე­ნი­მე წა­მით“, - ამ­ბობს ათაშ შა­კა­რა­მი, ნი­კას დე­ი­და.

ნი­კას ოჯახ­მა მისი ცხე­და­რი გა­სულ კვი­რას მა­მის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ხო­რა­მა­ბად­ში გა­და­ას­ვე­ნა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს. ამ დღეს გარ­დაც­ვლილს 17 წელი შე­უს­რულ­და. ოჯა­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­თან­ხმდა, რომ დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას არ გა­მარ­თავ­დნენ.

"მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა ნი­კას ცხე­და­რი ხო­რა­მა­ბა­დი­დან "მო­ი­პა­რეს“ და სო­ფელ ვე­ი­სი­ან­ში დაკ­რძა­ლეს", - ამ­ბობს წყა­რო. ნიკა შა­კა­რამს მე­გობ­რე­ბი მხი­ა­რულ და სი­ცო­ცხლით სავ­სე გო­გო­ნად აღ­წე­რენ. მას უკვე ირა­ნის მიმ­დი­ნა­რე დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის ახალ სა­ხედ და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის წა­მე­ბუ­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

იტა­ლი­ურ გა­ზეთ Corriere della Sera-ს ცნო­ბით, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში შა­კა­რა­მის ვი­დეო გავ­რცელდ, სა­დაც ჩანს, რომ ის ცეკ­ვავს და მღე­რის ირა­ნულ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სიმ­ღე­რას, 1968 წლის ცნო­ბი­ლი ფილ­მი­დან "Soltane Ghalbha".

ვი­დე­ო­ში შა­კა­რა­მი მე­გობ­რებს სთხოვს, რომ "არ დას­ცი­ნოდ­ნენ მას..." გააგრძელეთ კითხვა