"Wi-Fi-ის სახელი არის "აფხაზია იზ ჯორჯია", ხოლო პაროლი - "სამაჩაბლო იზ ჯორჯია". ამას სოციალურ ქსელში მაშინვე დიდი ხმაური მოჰყვა..." - კვირის პალიტრა

"Wi-Fi-ის სახელი არის "აფხაზია იზ ჯორჯია", ხოლო პაროლი - "სამაჩაბლო იზ ჯორჯია". ამას სოციალურ ქსელში მაშინვე დიდი ხმაური მოჰყვა..."

ქართული ოჯახი რუსული იმპერიის წინააღმდეგ "ისეთი დაკავებულები ხართ ყველანი, აგერ, შუა ქალაქში, იუსტიციასთანაც ვერ მოხვედით... თქვენ ამასაც გაუძლებთ, ჩემო ყოჩაღო, ძალიან მშრომელო ქართველებო! ასეთებისთვის გაგიძლიათ?!" - ასე ეხმაურება ექიმ-რეანიმატოლოგი, რესტორატორი და აქტივისტი ანი ქავთარაძე იმ ქართველებს, რომლებმაც საქართველოში რუსების მასობრივი შემოსვლა არ გააპროტესტეს. მისი თქმით, ქვეყანა ახლა დიდი საფრთხის ქვეშაა და თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, პირადი საქმე გვერდზე გადადოს და საშვილიშვილო საქმე აკეთოს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"გასათვალისწინებელია, რომ რუსეთიდან შემოსულ ცოცხალ ძალას, ქალები და ბავშვები კი არა, საბრძოლო ასაკის კაცები წარმოადგენენ. ეჭვი მაქვს, რომ რუსი კაცების საქართველოში გამოქცევას ხელს მათი ხელისუფლება უწყობს. მიკვირს, ხმას რატომ არ ვიღებთ?! არ ვიცი, ეს საზოგადოება პროპაგანდის მსხვერპლია, სიღატაკის თუ უვიცობის, მაგრამ ფაქტია, თავის დაცვის ბუნებრივი ინსტინქტი აღარ გვაქვს..."

ana-da-kari2-1665051171.jpg

"გახსნის დღიდან ვაიფაის სახელი არის "აფხაზია იზ ჯორჯია", ხოლო პაროლი "სამაჩაბლო იზ ჯორჯია". ამას სოციალურ ქსელში მაშინვე დიდი ხმაური მოჰყვა... ფასანაურის გზაზე ყოველთვის ბევრი რუსი ტურისტი გადაადგილდება. შესაბამისად, ამ ადგილებში კვების ობიექტები ძირითადად, მათზე არიან ორიენტირებული. ჩვენ ამ სეგმენტზე თავიდანვე არ გვქონდა გათვლა, რუსული მენიუც კი არ ჩავუშვით, უფრო მეტიც, ქართულ მენიუზეც დავაწერეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული..."

"იშვიათად მინახავს უკან გაბრუნებული რუსი. შემოდიან და თავის ამორალურ სახეს ბოლომდე გვიჩვენებენ: ჭამენ, სვამენ, იღებენ ყველა მომსახურებას, მათ შორის სარგებლობენ ვაიფაით, ანუ საკუთარი ხელით წერენ, რომ აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა, მერე მიდიან და კრიტიკულ, შეურაცხმყოფელ პოსტებს გვიძღვნიან სოციალურ ქსელში..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 6 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე