"ჯარში ვიყავი. სახლში დამადგნენ, ძალით წამიყვანეს..." - კვირის პალიტრა

"ჯარში ვიყავი. სახლში დამადგნენ, ძალით წამიყვანეს..."

როგორ იქმნება დათუნა ტატულაშვილის "ტიკტოკ" პერსონაჟები

23 წლის დათუნა ტატულაშვილი პოპულარული "ტიკტოკ" ვიდეოებით გახდა: მის იუმორისტულ კონტენტს 317 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. დათუნა სხვადასხვა პერსონაჟს მაკიაჟის, პარიკების გარეშე ისე დამაჯერებლად ასახიერებს, რომ ქალბატონების გარკვეულ კატეგორიას ვიდეოებში ასახული სიუჟეტი სინამდვილე ჰგონია... გადავწყვიტეთ, დათუნა მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ეს პერსონაჟი ნათესავებისა და მეზობლების წყალობით შეიქმნა - 7-8 ადამიანის "ნაზავია". ზოგს ჰგონია, რომ ნონა თავადაა. ბევრი მეკითხება, - მე ხომ არ ვარო? შეშინებულები არიან (იცინის). ნონა ბარაქიანი ქალია: ყველაფერი აქვს, არაფერი აკლია. ვერ იტანს ისეთ ქალებს, რომლებსაც სახლში ყავაც კი არა აქვთ და სულ სხვასთან ჭამენ..."

"ბავშვობაში ბოშა მეგობრებიც მყოლია. მათი "შიდა სამზარეულო" ვიცი. მოსწონთ, როცა მათ შესახებ ვიდეოებს ვიღებ. ბავშვობაში ერთხელ ბოშები ქალს გაეკიდნენ. ვიდეოში - "დავესიოთ ნონას" - სწორედ ეს ეპიზოდი ავსახე. ისე, კარგი ხალხია, ძალიან მიყვარს..."

datuna-3-1665051421.jpg

"ჯარში ვიყავი. სახლში დამადგნენ, ძალით წამიყვანეს... სავალდებულო სამხედრო სამსახური რომ დავასრულე, შემდეგ მუშაობა დავიწყე: ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიაში კონსულტანტი ვიყავი. მერე სადაზღვევო კომპანიაში და კიდევ ბევრგან ვმუშაობდი..."

"პირადად მე, 3-4 წელია, ვიბრძვი, რომ საზღვარგარეთ წავიდე, მაგრამ ღმერთი ხელს არ მიმართავს, რადგან როგორც კი ფინიშამდე მივდივარ და თითქოს უკვე უნდა გავემგზავრო, რაღაც პრობლემა ჩნდება. ამიტომ წასვლა უკვე გადავიფიქრე. გადავწყვიტე, საქართველოში დავრჩე და ჩემი საქმე ვაკეთო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 6 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი