"კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ მედიიდან გავიგე... რაც შეეხება ბრალდებულ კავილაძეს, მას ვიცნობ ბავშობიდან" - გახმაურებულ საქმეზე კაკულიები დუმილს არღვევენ: რას ამბობენ ძმები ჩვენებაში? - კვირის პალიტრა

"კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ მედიიდან გავიგე... რაც შეეხება ბრალდებულ კავილაძეს, მას ვიცნობ ბავშობიდან" - გახმაურებულ საქმეზე კაკულიები დუმილს არღვევენ: რას ამბობენ ძმები ჩვენებაში?

22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბი­დან ერთი წელი გა­ვი­და. ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ამ ეტაპ­ზე 2 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი - გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე და აკო ჭე­ლი­ძე.

ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბი­დან მა­ლე­ვე, გავ­რცელ­და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­მარ­თალ­და­ცა­ვე­ბი ერთ-ერთი ვერ­სი­ად შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რისი სა­ფუძ­ვე­ლიც ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად მო­ნათ­ვლის სურ­ვი­ლი გახ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, 2001 წელს მოს­კოვ­ში მოკ­ლუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, და­ვით კა­კუ­ლი­ას ("დათო ტბი­ლის­კის") ერთ-ერთ შვილს, რო­მე­ლიც მა­მის მსგავ­სად ქურ­დო­ბას აპი­რებ­და, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მარ­თულ ე.წ. სხოდ­კა­ზე კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი წო­დე­ბის მი­ღე­ბას დაჰ­პირ­დნენ, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბით. უმ­ცროს­მა კა­კუ­ლი­ამ ჩათ­ვა­ლა, რომ სტა­ტუსს მი­ი­ღებ­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შურს იძი­ებ­და მა­მის მკვლე­ლო­ბის­თვის, რა­შიც მის ნათ­ლი­ას, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მა­მას, ასე­ვე კა­ნო­ნი­ერ ქურდ გია კვა­რა­ცხე­ლი­ას (მეტ­სა­ხე­ლად "ლაფ­შას") ადა­ნა­შა­უ­ლებ­და (2001 წლის 25 აგ­ვის­ტოს).

ერთი-ერთი ვერ­სი­ით, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ძმებ­მა კა­კუ­ლი­ებ­მა სომ­ხეთ­ში და­ი­ბა­რეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი (კა­ვი­ლა­ძე და ჭე­ლი­ძე) და ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბაც იქ გა­და­წყდა.ამ დრო­ის­თვის ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბი პა­ტიმ­რო­ბა­ში არი­ან, თუმ­ცა სხვა საქ­მის გამო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ დაჭ­რას და არც ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

გუ­შინ "კუ­რი­ერ­მა" ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის ჩვე­ნე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც და­ნა­შა­ულ­თან კავ­შირს უარ­ყო­ფენ, თუმ­ცა დათა და გუგა კა­კუ­ლი­ე­ბი 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას ერთ-ერთ მკვლელ­თან, გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს­თან მე­გობ­რო­ბას ადას­ტუ­რე­ბენ.

დათა კა­კუ­ლია:

- გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს ვიც­ნობ ბავ­შო­ბი­დან, მას­თან მაქვს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ წლე­ბის მან­ძილ­ზე მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია. თუმ­ცა არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მას სად­მე სა­ზღვარ­გა­რეთ შევ­ხვედ­რო­დი მე­გობ­რე­ბის წრე­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ალე­კო ჭე­ლი­ძეს, მსგავ­სი სახ­ლის და გვა­რის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა არ მეც­ნო­ბა. ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას არ ვიც­ნობ და მისი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ მა­ს­მე­დი­ი­დან გა­ვი­გე. გააგრძელეთ კითხვა