"7 წლის ილია შიმშილისგან ცუდად გახდა და საავადმყოფოში წევს... მისი ძმაც შიმშილობს, დედას აქვს ანორექსია" - უმძიმესი ამბავი ბორჯომიდან: რას წერს ცნობილი ტელეწამყვანი? - კვირის პალიტრა

"7 წლის ილია შიმშილისგან ცუდად გახდა და საავადმყოფოში წევს... მისი ძმაც შიმშილობს, დედას აქვს ანორექსია" - უმძიმესი ამბავი ბორჯომიდან: რას წერს ცნობილი ტელეწამყვანი?

ლიკა ევ­გე­ნიძე ბორ­ჯომ­ში მომ­ხდარ უმ­ძი­მეს შემ­თხვე­ვა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. რო­გორც ტე­ლე­წამ­ყვა­ნის მიერ მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბი­დან ირ­კვე­ვა ბორ­ჯომ­ში მცხოვ­რე­ბი 7 წლის ილია შიმ­ში­ლის­გან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. ბავ­შვი დე­დას­თან და უმ­ცროს ძმას­თან ერ­თად ნა­ხევ­რად დან­გრე­ულ სახ­ლში ცხოვ­რობს. დე­დას ანო­რექ­სია აქვს, უმ­ცრო­სი ძმა კი ილი­ა­სა­ვით ხში­რად მში­ე­რია...

ლიკა ევ­გე­ნი­ძე:

- გა­მარ­ჯო­ბა მე­გობ­რე­ბო! ეს არის 7 წლის ილია, რო­მე­ლიც შიმ­ში­ლის­გან ცუ­დად გახ­და და ბორ­ჯო­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს. ილი­ას ჰყავს 3 წლის ძმა რატი, რო­მე­ლიც ასე­ვე შიმ­ში­ლობს უსახ­სრო­ბის გამო. ბავ­შვე­ბის დე­დას აქვს ანო­რექ­სია… სამ­ნი ცხოვ­რო­ბენ ნა­ხევ­რად დან­გრე­ულ სახ­ლში.

სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი იყო ამ გო­გოს­თან მი­სუ­ლი და თუ სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს არ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებ, ბავ­შვებს მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში წა­ვიყ­ვან­თო.ძა­ლი­ან გთხოვთ, და­მეხ­მა­რეთ რომ შე­ვუგ­რო­ვო ბავ­შვებს ზამ­თრის ტან­საც­მე­ლი და სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი - სა­ერ­თოდ არა­ფე­რი აქვთ და ყვე­ლა­ფე­რი ენატ­რე­ბათ.

ilia-1665054937.jpg

3 და 7 წლის ბი­ჭე­ბის­თვის ვი­საც რა გაქვთ გა­და­დეთ და მე პი­რა­დად ჩა­ვუ­ტან. თუ გა­ვერ­თი­ან­დე­ბით, უფრო მეტ­საც შევ­ძლებთ, იმის­თვის რომ პი­რო­ბე­ბი გა­მო­ვუს­წო­როთ ამ ოჯავს და ბავ­შვე­ბი დე­დას არ წა­არ­თვან. სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი - ბავ­შვე­ბის ტან­საც­მე­ლი და საჭ­მე­ლი, არის ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. საკ­ვებ­საც თუ შე­იძ­ლებთ, ისეთს რო­მე­ლიც მალე არ ფუჭ­დე­ბა. სა­ერ­თოდ არა­ფე­რი აქვთ. მე ავაგ­რო­ვებ და ჩა­ვუ­ტან. ორ­შა­ბათს დი­ლი­დან წა­ვალ ბორ­ჯომ­ში!

#GE59TB7796245061600010 ეს არის ჩემი ან­გა­რი­შის ნო­მე­რი და აქ ჩა­რი­ცხეთ ვი­საც რა შე­გიძ­ლი­ათ.

და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ში და­წე­რეთ - ილი­ას­თვის