ევროკომისიამ სანქციების მე-8 პაკეტი გაასაჯაროვა - რა წერია დოკუმენტში - კვირის პალიტრა

ევროკომისიამ სანქციების მე-8 პაკეტი გაასაჯაროვა - რა წერია დოკუმენტში

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი და ახალი შეზღუდვები გაასაჯაროვა, რაც ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თუმცა სანქციების დეტალები ჯერ არ ვრცელდება.

კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ მე-8 პაკეტით ნავთობის ფასის ლიმიტზე ევროკავშირის ფარგლებში G7 შეთანხმების იმპლემენტაცია იწყება. რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტზე ევროკავშირის აკრძალვასთან ერთად, იმოქმედებს ფასის ლიმიტიც. ეს ევროპელ ოპერატორებს საშუალებას მისცემს, განახორციელონ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება მესამე ქვეყნებში იმ პირობით, რომ მისი ფასი წინასწარ დადგენილ „ზღვარზე“ დარჩება.

„ეს ხელს შეუწყობს რუსეთის შემოსავლების კიდევ უფრო შემცირებას და ამავდროულად, შეინარჩუნებს გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობას უწყვეტი მიწოდების გზით. ეს, ასევე, ხელს შეუწყობს ინფლაციის დაძლევას და ენერგიის ხარჯების სტაბილურობას იმ დროს, როცა მაღალი ხარჯები, განსაკუთრებით საწვავის ფასის მატება, დიდ შეშფოთებას იწვევს ყველა ევროპელისთვის,“ - წერია განცხადებაში.

ევროკომისია აცხადებს, რომ ეს ღონისძიება G7-ის პარტნიორებთან მჭიდროდ კოორდინირებულია და ნედლი ნავთობისთვის 5 დეკემბრიდან, ხოლო რაფინირებული ნავთობპროდუქტებისთვის მომავალი წლის 5 თებერვლიდან შევა ძალაში. გააგრძელეთ კითხვა