თბილისელმა ქალბატონმა ოჯახის ბედნიერების თარიღებით ლოტოში 261 802 ლარი მოიგო - კვირის პალიტრა

თბილისელმა ქალბატონმა ოჯახის ბედნიერების თარიღებით ლოტოში 261 802 ლარი მოიგო

20 რიცხვი მშობლების პირველი პაემანის აღმნიშვნელი თარიღია, 7-ი მშობლების ხელმოწერის, ხოლო 21-ი მათი ჯვრისწერის თარიღია, 26 - მამის დაბადების დღის რიცხვია, 15 - ში დედის და საყვარელი ძაღლის დაბადების დღეა, 30 - ში კი საკუთარი დაბადების დღე - ოჯახის მნიშვნელოვანი თარიღების ამ კომბინაციამ კი ინგა ამაშუკელს თბილისიდან ლოტო 6/42-ში 261 802 ლარი მოაგებინა.

ოჯახი მათთვის იღბლიან კომბინაციას 5 წლის მანძილზე ავსებდა და რა თქმა უნდა, ლოტოსაც სისტემატურად თამაშობდა. 16 სექტემბერი მათი ოჯახისთვის კიდევ ერთი ბედნიერების მომატანი თარიღი აღმოჩნდა, სწორედ ამ დღეს მათ ლოტო 6/42-ის 470-ე გათამაშებაში მეორე საპრიზო კატეგორია - 261 802 ლარი მოიგეს.

ogp-9310-1665061363.jpg

ბედნიერების იემოციები ჯერ არ განელებულათ, ჯერ არ გადაუწყვეტიათ როგორ დახარჯავენ ლოტოში მოგებულ თანხას, თუმცა უკვე იციან, რომ მოგება რეალურია და სხვებსაც უსურვებენ მსგავსი ბედნიერების განცდას, ,,ყველას ვუსურვებ ჩვენი ოჯახისნაირ სიხარულს, ამისთვის კი ლოტო უნდა ითამაშოთ’’ - ამბობს ინგა ამაშუკელი.

ქალბატონ ინგას ,,საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ’’ მოგებული თანხა უკვე გადასცა. ამჯერად, ინგა ამაშუკელი უკვე ჯეკპოტის მოსაგებად იწყებს თამაშს, რომელიც ლოტო 6/42-ში უკვე მილიონ ლარზე მეტია.