მობილური ჯგუფები "თეგეტა მოტორსის" სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისში - კვირის პალიტრა

მობილური ჯგუფები "თეგეტა მოტორსის" სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისში

ნიშნულების ტექნიკის სერვისში

სპეცტექნიკის უმსხვილეს ბრენდებს საქართველოში "თეგეტა“ წარმოადგენს. მსოფლიო ბრენდების ტექნიკის გაყიდვებთან ერთად, "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით საქართველოში ყველაზე დიდ და კვალიფიციურ სერვისს სთავაზობს. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მუდმივად ზრუნავს სფეროს განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, სერვისცენტრების გარდა, მომხმარებელს ადგილზე მობილური ჯგუფების საშუალებით მოემსახურება. მობილური ჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს ნებისმიერ ადგილას აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას.

ზვიად ახლოური, "თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისის მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენი პრიორიტეტია მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად სწრაფი, ხარისხიანი მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდება. გვსურს, ამ სფეროში მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა საქართველოშიც დავნერგოთ. შემოვიტანოთ კიდევ უფრო მეტი თანამედროვე ტექნოლოგია, სარემონტო დანადგარი და გავზარდოთ სათადარიგო ნაწილების ადგილზე ხელმისაწვდომობა. იმისათვის, რომ ტექნიკის რემონტზე მოცდენის პერიოდი მინიმუმამდე დავიყვანოთ, მომხმარებელს ვთავაზობთ მობილური ჯგუფების მომსახურებას. საქართველოს მასშტაბით, მუდმივ მზადყოფნაშია 12 მობილური ჯგუფი. მათი არსებობა უმნიშვნელოვანესია, რადგან სპეცტექნიკის მფლობელთათვის ტექნიკის გაუმართაობით გამოწვეული უქმე დღეები პირდაპირ ფინანსურ დანახარჯებთან არის კავშირში“.

traqtori2-1665069615.jpg

ნიშნულების ტექნიკის სერვისში

სპეცტექნიკის უმსხვილეს ბრენდებს საქართველოში „თეგეტა“ წარმოადგენს. მსოფლიო ბრენდების ტექნიკის გაყიდვებთან ერთად, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით საქართველოში ყველაზე დიდ და კვალიფიციურ სერვისს სთავაზობს. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მუდმივად ზრუნავს სფეროს განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, სერვისცენტრების გარდა, მომხმარებელს ადგილზე მობილური ჯგუფების საშუალებით მოემსახურება. მობილური ჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს ნებისმიერ ადგილას აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას.

ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისის მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენი პრიორიტეტია მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად სწრაფი, ხარისხიანი მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდება. გვსურს, ამ სფეროში მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა საქართველოშიც დავნერგოთ. შემოვიტანოთ კიდევ უფრო მეტი თანამედროვე ტექნოლოგია, სარემონტო დანადგარი და გავზარდოთ სათადარიგო ნაწილების ადგილზე ხელმისაწვდომობა. იმისათვის, რომ ტექნიკის რემონტზე მოცდენის პერიოდი მინიმუმამდე დავიყვანოთ, მომხმარებელს ვთავაზობთ მობილური ჯგუფების მომსახურებას. საქართველოს მასშტაბით, მუდმივ მზადყოფნაშია 12 მობილური ჯგუფი. მათი არსებობა უმნიშვნელოვანესია, რადგან სპეცტექნიკის მფლობელთათვის ტექნიკის გაუმართაობით გამოწვეული უქმე დღეები პირდაპირ ფინანსურ დანახარჯებთან არის კავშირში“.

(R)