"იყო თუ არა შეცდომა მისი ჩამოსვლა? კი, იყო, და რას ცვლის ეს? ახლა ის უნდა გადარჩეს" - რას წერს სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"იყო თუ არა შეცდომა მისი ჩამოსვლა? კი, იყო, და რას ცვლის ეს? ახლა ის უნდა გადარჩეს" - რას წერს სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე?

პარტია "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე წერს:

"მსურს ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით:1. მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს სირცხვილია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილის პირას მიყვანა საპატიმროში. ყველა მისი შეცდომის მიუხედავად და მასთან ჩემი პოლიტიკური განსხვავებებისა, თანამედროვეობის ბოროტების სიმბოლოდ და კაცობრიობის მტრად გადაქცეულ ვლადიმერ პუტინს ის მიაჩნია პირად მტრად. მისი დაღუპვა საქართველოს ციხეში იქნება ეროვნული სირცხვილი.2. ყოფილი პრეზიდენტი არ იღებს საკვებს და წამლებს, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში, შეიძლება დადგეს გამოუსწორებელი შედეგი. ეს იქნება ისეთი დარტმა ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანაზე, რომელსაც მრავალი თაობა ვერ მოინელებს.3. სასჯელის გადავადება და მისი სამკურნალოდ გადაყვანა უხცოეთში ერთადერთი გამოსავალია.იყო თუ არა შეცდომა მისი ჩამოსვლა? კი, იყო, და რას ცვლის ეს? ახლა ის უნდა გადარჩეს", - წერს სამადაშვილი "ფეისბუქზე".