"ჩვენთან ადამიანები იმაზე ბევრად მეტ მედიკამენტს მოიხმარენ, ვიდრე საჭიროა" - რას წერს მაია ბუწაშვილი? - კვირის პალიტრა

"ჩვენთან ადამიანები იმაზე ბევრად მეტ მედიკამენტს მოიხმარენ, ვიდრე საჭიროა" - რას წერს მაია ბუწაშვილი?

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე წერს. მისი შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნე­ბი წამ­ლებს არა­სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბით იღე­ბენ.

"ჩვენ­თან ადა­მი­ა­ნე­ბი იმა­ზე ბევ­რად მეტ მე­დი­კა­მენტს იღე­ბენ, ვიდ­რე ეს სა­ჭი­როა.

მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ან­ტი­ბი­ო­ტიკს ვნიშ­ნავ, ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რო­მე­ლი კუ­ჭის დამ­ცა­ვი უნდა მი­ი­ღონ ან­ტი­ბი­ო­ტიკ­თან ერ­თად, ანუ ეს იმ­დე­ნად დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბაა, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად მო­ე­ლი­ან "კუ­ჭის დამ­ცა­ვის" და­ნიშ­ვნას.ჯერ ერთი, რას ვგუ­ლის­ხმობთ "კუ­ჭის დამ­ცავ­ში"? თუ ლა­პა­რა­კია ან­ტა­ცი­დებ­ზე, ანუ სიმ­ჟა­ვის გა­მა­ნე­იტ­რა­ლე­ბელ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად გულძ­მარ­ვის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მათი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­თან ერ­თად აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არ­სე­ბობს. პი­რი­ქით, ზო­გი­ერ­თი ან­ტი­ბი­ო­ტი­კის მი­ღე­ბა ან­ტა­ცი­დებ­თან ერ­თად მი­ზან­შე­წო­ნი­ლი სა­ერ­თოდ არ არის ან ან­ტი­ბი­ო­ი­ტიკ­თან ერ­თად მი­ღე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სით და შუ­ა­ლე­დის დაც­ვით უნდა მოხ­დეს.

თუ ლა­პა­რა­კია პრო­ტო­ნუ­ლი ტუმ­ბოს ინ­ჰი­ბი­ტო­რებ­ზე (ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ ჩვენ­თან ამ ჯგუ­ფი­დან იყე­ნე­ბენ ომეპ­რა­ზოლს, ნექ­სი­უმს და სხვ.), მათი და­ნიშ­ვნა ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­თან ერ­თად ასე­ვე უსა­ფუძ­ვლოა (გარ­და ჰე­ლი­კო­ბაქ­ტე­რი­ის მკურ­ნა­ლო­ბი­სა, რა დრო­საც ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­თან ერ­თად მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მა­ში შე­დის). მოკ­ლედ, ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­თან ერ­თად პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით, არა­ვი­თა­რი "კუ­ჭის დამ­ცა­ვე­ბი" არ გვჭირ­დე­ბა, თუ პა­ცი­ენტს სხვა რა­ი­მე ჩვე­ნე­ბით არ აქვს ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და­ნიშ­ნუ­ლი. ამ პოს­ტის ქვეშ აუ­ცი­ლებ­ლად გაჩ­ნდე­ბა კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ ექი­მე­ბიც ნიშ­ნა­ვენ ამ მიზ­ნით. თუ ეს ასეა, მა­ინც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ეს არ არის სწო­რი." - წერს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.