რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ომზე ისაუბრეს - კვირის პალიტრა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ომზე ისაუბრეს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსა მათ ორმხრივი კავშირების გაუმჯობესების საკითხი და უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ოფისის პრესრელიზშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორე, რომ ანკარა მზადაა, უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში თავისი როლი შეასრულოს.

სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც განიხილეს.

IPN