დიდ დიღომში ქალი მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებული ადგილზე დააკავეს - კვირის პალიტრა

დიდ დიღომში ქალი მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებული ადგილზე დააკავეს

დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქალი მოკლეს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული პირი ადგილზე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"