"ვათავისუფლებთ ჩვენს მიწასა და ხალხს ფსევდორეფერენდუმებისგან" - რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი ? - კვირის პალიტრა

"ვათავისუფლებთ ჩვენს მიწასა და ხალხს ფსევდორეფერენდუმებისგან" - რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი ?

ვათავისუფლებთ ჩვენს მიწასა და ხალხს ფსევდორეფერენდუმებისგან, რუსეთის მიერ ადრე ოკუპირებულ მიწებამდეც აუცილებლად მივალთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში ჩვენმა მეომრებმა რუსული ფსევდორეფერენდუმისგან ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში 776 კვადრატული კილომეტრი და 29 დასახლებული პუნქტი, მათ შორის ექვსი ლუგანსკის ოლქში, გაათავისუფლეს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინის შეტევითი ოპერაციის დასაწყისიდან უკვე 2 434 კვადრატული კილომეტრი და 96 დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული.

"ამ კვირაში კარგი შედეგებია უკრაინის სამხრეთშიც - იქაც ყოველდღე ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას”, - თქვა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"