"32 წლის "მომავლის მასწავლებელი" ხულოდან" - როგორია როლანდ შავაძის სწავლების მეთოდი? - კვირის პალიტრა

"32 წლის "მომავლის მასწავლებელი" ხულოდან" - როგორია როლანდ შავაძის სწავლების მეთოდი?

"ჩემ­თვის ეს ჯილ­დო ნიშ­ნავს უფრო მეტ და­ფიქ­რე­ბას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. რო­დე­საც ცნო­ბა­დო­ბა იზ­რდე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გენ­დო­ბა, ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყო, რომ ერთი სი­ტყვი­თაც კი, რა­ღაც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნო ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მოდ­გე­ნებს ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამი­ტომ უნდა ვი­ყოთ სწორ პო­ზი­ცი­ა­ში, სწო­რი მა­გა­ლი­თი მივ­ცეთ ჩვენს უკან მდგომ ადა­მი­ა­ნებს" - გვე­უბ­ნე­ბა რო­ლანდ შა­ვა­ძე, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­და.

ეს 32 წლის, ახალ­გაზ­რდა პე­და­გო­გი წარ­მო­შო­ბით ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან, სო­ფელ მე­კე­ი­ძე­ე­ბი­დან არის. მერ­ვე წე­ლია, რაც პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი.AMBEBI.GE ულო­ცავს მას ამ ჯილ­დოს და მკი­თხვე­ლის­თვის მის ახ­ლოს გაც­ნო­ბას შე­ეც­დე­ბა.

რო­ლანდ შა­ვა­ძე:

- მქონ­და სხვა სკო­ლებ­შიც მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, თა­ვი­დან ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ვი­წყე, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პროგ­რა­მის „ვას­წავ­ლოთ მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში, სა­დაც 2 წელი ვას­წავ­ლი­დი. შემ­დეგ სა­ზღვარ­გა­რეთ, კერ­ძოდ, ბულ­გა­რეთ­ში, "ერე­ას­მუ­სის" პროგ­რა­მით წა­ვე­დი, რად­გან მა­გის­ტრა­ტუ­რის კურსს გავ­დი­ო­დი. ამის გამო სკო­ლის და­ტო­ვე­ბა მო­მი­წია. იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ბა­თუ­მის 27-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვი­მუ­შა­ვე. მერე კი ჩვენს სო­ფელ­ში გა­მოჩ­ნდა ვა­კან­სია და ჩემს მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში 2018 წელს შე­ვუ­დე­ქი საქ­მი­ა­ნო­ბას. ...ახლა ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლინგვის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით დოქ­ტო­რან­ტი ვარ და მალე და­ვი­ცავ.

რო­გორც რო­ლან­დი გვე­უბ­ნე­ბა, ბა­კა­ლავ­რის კურ­სი თბი­ლის­ში, შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ინ­გლი­სუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ას­რუ­ლა. მა­გის­ტრა­ტუ­რა ბა­თუმ­ში გა­ი­ა­რა, თუმ­ცა ბოლო სე­მესტრი, რო­გორც გვი­თხრა, "ერას­მუ­სის" პროგ­რა­მით ბულ­გა­რეთ­ში სწავ­ლას და­უთ­მო. ის პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. დედა და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლია, მამა - ის­ტო­რი­კო­სი.

"სხვა­თა შო­რის, დედა ჩემი და­წყე­ბი­თის მას­წავ­ლე­ბე­ლი­ცაა. სო­ფელ­ში, იმ პე­რი­ოდ­ში არ არ­სე­ბობ­და სა­ბავ­შვო ბაღი (ახლა უკვე გვაქვს), ამი­ტომ ჩემი პირ­ვე­ლი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია სკო­ლას­თან მა­ნამ­დე მოხ­და, სა­ნამ სკო­ლის ასა­კის გავ­ხდე­ბო­დი, სკო­ლა­ში დე­დას დავ­ყვე­ბო­დი. სას­კო­ლო რომ გავ­ხდი, ისე და­ემ­თხვა, დე­დას პირ­ვე­ლი კლა­სე­ლე­ბი უნდა აეყ­ვა­ნა და ასე გახ­და დედა ჩემი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ის ახ­ლაც მოქ­მე­დი პე­და­გო­გია" - გვე­უბ­ნე­ბა რო­ლან­დი.

- ე.ი. კო­ლე­გე­ბი ხართ?

- კი, მაგ­რამ ჩვენს სო­ფელ­ში არა, რად­გა­ნაც ჩვე­ნი ოჯა­ხი ეკო­მიგ­რან­ტია. ამი­ტომ მშობ­ლე­ბი წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცხოვ­რო­ბენ, მე ჩემს სო­ფელ­ში ვარ. ბავ­შვო­ბაც აქ გა­ვა­ტა­რე. წალ­კა­ში რომ ჩავ­სახ­ლდით, სკო­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი იყო, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი არ იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი, სირ­თუ­ლე­ე­ბი არ­სე­ბობ­და. ამი­ტომ ბი­ძას­თან, ხუ­ლო­ში დავ­რჩი და სკო­ლა ჩემს სო­ფელ­ში და­ვამ­თავ­რე.

ასე რომ, სა­ნამ თა­ვად გავ­ხდე­ბო­დი პე­და­გო­გი, ამ პრო­ფე­სი­ა­ზე ოჯა­ხი­დან უკვე ბევ­რი რამ ვი­ცო­დი. მუდ­მი­ვად იყო სხვა­დას­ხვა თე­მის გან­ხილ­ვა, რაც სულ მეს­მო­და... იმ დრო­ის­თვის ზო­გა­დად მას­წავ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ანა­ზღა­უ­რე­ბაც არ იყო შე­სა­ბა­მი­სი, მას­წავ­ლებ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი და­ბა­ლი იყო. მოკ­ლედ, არ იყო ისე­თი სა­სურ­ვე­ლი პრო­ფე­სია, რომ მი­გე­ბა­ძა... მი­მაჩ­ნია, რომ იმ სფე­როს უნდა გაჰ­ყვე, რო­მელ­შიც ში­ნა­გა­ნი მო­წო­დე­ბა გაქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ეს პრო­ფე­სია პო­პუ­ლა­რუ­ლი არ იყო, მინ­დო­და, მა­ინც რომ ამ საქ­მე­ში თავი მო­მე­სინ­ჯა.

- ახლა რა არის ეს პრო­ფე­სია თქვენ­თვის?

- სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ახა­ლი თა­ო­ბის­თვის ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც არის. შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა სი­ტყვა­მაც - პო­ზი­ტი­ურ­მა, თუ ნე­გა­ტი­ურ­მა ადა­მი­ა­ნის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლოს. ეს არის პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც თან სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს და მუდ­მი­ვად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­კის­რებს. სულ უნდა ყუ­რა­დღე­ბით იყო, არა­ფე­რი შე­გე­შა­ლოს, სხვას ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნო.

- სწავ­ლე­ბის რო­გო­რი კურ­სი გაქვთ მოს­წავ­ლე­ებ­თან არ­ჩე­უ­ლი?

- ვცდი­ლობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღი­ზარ­დონ. ჩემი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სე­ბი ეფუძ­ნე­ბა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რა­საც ზო­გა­დად თა­ვი­სუფ­ლე­ბა ქა­და­გებს. მათ შო­რის, ვცდი­ლობ, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი ისე წარვმარ­თო, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ძა­ბუ­ლო­ბა არ იგ­რძნონ. ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რაც აკა­დე­მი­უ­რად უნდა შე­ის­წავ­ლონ, იმა­ზე იყოს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რომ არ ჰქონ­დეთ იმის გან­ცდა, რომ ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. ამის სა­ჭი­რო­ე­ბას თვი­თონ უნდა გრძნობ­დნენ.

უცხო ენის შეს­წავ­ლი­სას 4 უნა­რია გა­მო­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი, რო­მელ­ზეც უნდა იმუ­შა­ონ. ესაა მოს­მე­ნა, წა­კი­თხვა, მე­ტყვე­ლე­ბა და წერა. მა­გა­ლი­თად, ინ­გლი­სუ­რის ცოდ­ნა ხელს იმა­შიც გვი­წყობს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე წვდო­მა მარ­ტი­ვად გა­მოგ­ვდის. სა­ერ­თოდ კი მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­გა­ნი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში უნდა ას­წავ­ლოს, ეს და­უ­წე­რე­ლი, მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბია, ყვე­ლა­ფერს კა­ნონ­ში ვერ ჩა­გი­წე­რენ. ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა ასე­ვე უნა­რე­ბი, იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, დე­მოკ­რა­ტი, ტო­ლე­რან­ტი მო­ქა­ლა­ქე. ამ ყვე­ლა­ფერს მო­რა­ლუ­რად უნდა გრძნობ­დე, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სიც ისე უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი, რომ ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი სხვა­საც გა­უ­ზი­ა­რო და ამის მა­გა­ლი­თი თვი­თო­ნაც უნდა იყო. მაგ­რამ თუ მას­წავ­ლე­ბელს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მა აქვს, ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ ჯან­სა­ღი აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ვინ­მეს ხელი შე­უ­წყოს და ეს გა­აღ­ვი­ვოს.

- მა­ღალმთი­ან სო­ფელ­ში უცხო ენის მი­მართ ინ­ტე­რე­სი რო­დის გა­გიჩ­ნდათ და ისიც სა­ინ­ტე­რე­სოა, ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- 90-იანი ვარ, სკო­ლა­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, მა­შინ სას­წავ­ლო სის­ტე­მა ჩა­მოშ­ლი­ლი იყო. ინ­გლი­სუ­რის ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ჭირ­და, მათი სიმ­ცი­რე იყო. სკო­ლა ისე და­ვამ­თავ­რე, რომ ჩვენ­თან ინ­გლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გი არ გვყო­ლია. რუ­სულ ენას, რო­გორც უცხო ენას ვსწავ­ლობ­დი. ამი­ტომ, როცა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის დრო მო­ვი­და, ამ­ბი­ცია მქონ­და, პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, ამა­ზე კი ხელი ინ­გლი­სუ­რის არ­ცოდ­ნამ შე­მი­შა­ლა. ჩემი რუ­სუ­ლიც იმ დო­ნის არ იყო, ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე კარ­გი ქულა ამე­ღო. გა­დავ­წყვი­ტე, ინ­გლი­სუ­რი სრულ­ყო­ფი­ლად მცოდ­ნო­და, რო­მე­ლიც პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ხელს შე­მი­წყობ­და. მივ­ხვდი, რომ ეს ენა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ყვე­ლა კარს ხსნი­და და მისი და­უფ­ლე­ბა ყვე­ლა ახალ­გაზ­რდის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. და­ვი­წყე თბი­ლის­ში რე­პე­ტი­ტორ­თან მომ­ზა­დე­ბა, შემ­დეგ უკვე - "ბრი­ტა­ნულ ცენ­ტრში". ამ ცენ­ტრის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სიტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე და ინ­გლი­სუ­რი ენა უკვე პრო­ფე­სი­ად ავირ­ჩიე. ენა სრულ­ყო­ფი­ლად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ვის­წავ­ლე იხილეთ სრულად