"ახლა ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ეტაპი მაქვს... ისეთი, როგორიც არასოდეს მქონია" - რატომ დატოვა ტელევიზია გვანცა დარასელიამ? - კვირის პალიტრა

"ახლა ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ეტაპი მაქვს... ისეთი, როგორიც არასოდეს მქონია" - რატომ დატოვა ტელევიზია გვანცა დარასელიამ?

15 წლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც გვან­ცა და­რა­სე­ლია "რუს­თა­ვი 2"-ზე ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონს აღარ შე­ურთდა. რა­ტომ შე­წყვი­ტა ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­მა­ვალ­ში, ამ თე­მა­ზე ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ჟურ­ნალ "გზას" ესა­უბ­რა.

- ახლა ცხოვ­რე­ბა­ში სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეტა­პი მაქვს, ისე­თი, რო­გო­რიც არა­სო­დეს მქო­ნია. 15 წლი­ა­ნი შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, პა­უ­ზა ავი­ღე და სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ რე­ჟიმ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. გა­და­სა­რე­ვად და­ვის­ვე­ნე ბავ­შვებ­თან, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. პრინ­ციპ­ში, ახ­ლაც ვის­ვე­ნებ.

- ტე­ლე­ვი­ზია რა­ტომ და­ტო­ვეთ?

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და, თქვენ­მა მკი­თხველ­მაც იცო­დეს, რომ პრო­ფე­სი­ი­დან არ წავ­სულ­ვარ. უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან გა­და­ვი­ღა­ლე და ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რა­ღაც ახა­ლი მინ­დო­და. პა­უ­ზის აღე­ბა და რუ­ტი­ნის­გან, რო­მე­ლიც უკვე ძვე­ლე­ბურ სი­ა­მოვ­ნე­ბას აღარ მა­ნი­ჭებ­და, დას­ვე­ნე­ბა ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ პრო­ფე­სი­ა­ზე უარს ვამ­ბობ ან ვი­ღა­ცა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. ბედ­ნი­ე­რი გახ­ლა­ვართ, რომ თა­მა­მი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი და ასე გა­დავ­წყვი­ტე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­რი­ე­რას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებ, ოღონდ - არ ვიცი, რო­დის, სად და რა პი­რო­ბებ­ში.

gvancadaraseli-26832-1665217053.jpg

- 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა დრო­საც გი­ფიქ­რი­ათ ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ტო­ვე­ბა­ზე თუ ახლა გა­და­წყვი­ტეთ?

- არა, ასე­თი ფიქ­რე­ბი არა­სო­დეს მქო­ნია. ეს ეტა­პი ახლა და მგო­ნია, რომ სწორ დროს მაქვს. რად­გან არც ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვარ და არც ძა­ლი­ან დიდი. გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის.

- კო­ლე­გე­ბი თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რო­გორ შეხ­ვდნენ?

- კო­ლე­გებს, ვის­თა­ნაც დღემ­დე ახლო და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ, მაგ­რამ მე­გობ­რო­ბა არ მთავ­რდე­ბა. სა­ერ­თო­დაც, მი­მაჩ­ნია, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა თუ სამ­სა­ხუ­რი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მა­ინც გა­მიჯ­ნუ­ლი იქ­ნე­ბა. რად­გან იმის გამო, რომ ჩემი სამ­სა­ხუ­რი ოჯა­ხი­ვით იყო, რა­ღა­ცე­ბი მი­ჭირ­და, მა­გა­ლი­თად - კრი­ტი­კა. ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა.

მე­უღ­ლეს რომ ვუ­თხა­რი, სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლას ვა­პი­რებ-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა, რა თქმა უნდა, შენი გა­და­სა­წყვე­ტი­აო. სხვა­თა შო­რის, ამას წი­ნათ თიკა ფა­ცა­ცი­ას შევ­ხვდით. თი­კამ ჩემ მე­უღ­ლეს უთხრა, აი, გვან­ცა მთე­ლი დღე ჩემ­თან იყო ხოლ­მე, ახლა კი - ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბაო. ვა­ხომ უპა­სუ­ხა, - სა­მა­გი­ე­როდ ახლა ჩემ­თან ერ­თა­და­აო.

- გავ­რცელ­და ჭო­რე­ბი, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში თქვენ­თვის უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა და იქა­უ­რო­ბა ამი­ტომ და­ტო­ვეთ...

- ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წა­მოს­ვლა ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. რა თქმა უნდა, ამას მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და. ხელს ვე­რა­ვის და­ვა­დებ. უბ­რა­ლოდ, გარ­კვე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, რო­მე­ლიც ყველ­გან ხდე­ბა და რო­მე­ლიც ვი­ღა­ცის­თვის - მი­სა­ღე­ბია, ვი­ღა­ცის­თვის - არა, მაგ­რამ კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან მომ­სვლია. არა­ვის­ზე გავ­ნა­წყე­ნე­ბულ­ვარ. ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე ვგიჟ­დე­ბი - ეს ჩემი მშობ­ლი­უ­რი არ­ხია და არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ოდეს­მე სწო­რედ მანდ დავ­ბრუნ­დე. ამ არ­ხის მი­მართ მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი მა­მოძ­რა­ვებს. ამ ტე­ლე­არ­ხმა გამ­ზარ­და პი­როვ­ნუ­ლა­დაც და პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც, რა თქმა უნდა...

ჟურნალი "გზა"