"ალბათ ყველას გაინტერესებთ, როგორია ყოფა იმ დღის შემდეგ" - ერთი წელი ბათუმის ტრაგედიიდან: რამაზ დავლაძის ემოციური პოსტი - კვირის პალიტრა

"ალბათ ყველას გაინტერესებთ, როგორია ყოფა იმ დღის შემდეგ" - ერთი წელი ბათუმის ტრაგედიიდან: რამაზ დავლაძის ემოციური პოსტი

ბა­თუ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­დან ერთი წელი გა­ვი­და. 8 ოქ­ტომ­ბერს, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც 9 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მათ შო­რის რა­მაზ დავ­ლა­ძის ოჯა­ხის ოთხი წევ­რი. მან ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, მე­უღ­ლე და ძმა და­კარ­გა.

დავ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩემო გულ­შე­მატ­კი­ვა­რო ძვირ­ფა­სო ადა­მი­ა­ნე­ბო, ალ­ბად ბევ­რს გა­ინ­ტე­რე­სებთ მის შემ­დეგ ჩვე­ნი ყოფა რო­გო­რია; ტე­ლე­ვი­ზია, ჟურ­ნა­ლი- ბევ­რი წე­რი­ლი მომ­დის, ბევ­რი ზა­რია, მე არა­ვის არ მინ­და ჩემი უა­რით გული დავ­წყვი­ტო ან ვინ­მე გა­მომ­რჩეს, მინ­და რომ სწო­რად გა­ი­გოთ ჩე­მიც, პირ­ველ რიგ­ში დე­მეტ­რეს გამო, არ მსურს რომ მან ბევ­რი ტკვი­ლი­ა­ნი შე­კი­თხვა-პა­სუ­ხი მო­ის­მი­ნოს, დე­მეტ­რეს­თან მქონ­და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი და მის შე­კი­თხვებს გა­ვე­ცი პა­სუ­ხი და ესე­თი რამ მი­თხრა და მთხო­ვა:"მა­მი­კო, გა­სა­გე­ბია მე ვიცი ყვე­ლა­ფე­რი და გთხოვ მეტი ამა­ზე აღარ ვი­სა­უბ­რო­თო";

შე­კი­თხვე­ბიც კი სა­თუ­თად და­მის­ვა, იმი­ტომ რომ არ უნდა ჩემი გან­ცდე­ბით მო­სი­ლი სახე ნა­ხოს და გა­აზ­რე­ბუ­ლად და­მინ­დო ყვე­ლა­ფერ­ში, მე რა თქმა უნდა სულ ვცდი­ლობ ამ ტკი­ვი­ლით ვიყო მო­ზო­მი­ლი ჩემს შვილ­თან და ესეც უნდა იყოს, ეს ტკი­ვი­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის მუდ­მი­ვი თა­ნამ­გზავ­რი გახ­და, და­ი­დო თა­ვი­სი მა­რა­დი­უ­ლი ბინა ჩემს გულ­ში და მე ამი­თი არა­სო­დეს არა­ვინ არ უნდა შე­ვა­წუ­ხო, არც უფ­ლე­ბა მაქვს და ისე უნდა ვმარ­თო ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა რო­გო­რიც ეკად­რე­ბათ მათ მა­რა­დი­ულ სა­სუ­ფე­ველ­ში იქ და მე და დე­მეტ­რეს აქ;

ჩემი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან შედ­გე­ბო­და, შედ­გე­ბა და სულ ესე იქ­ნე­ბა, სხვა­ნი­რად არც მი­ცხოვ­რია და ვერც ვი­ცხოვ­რებ!!!

ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ამ პა­ტა­რა წე­რი­ლით გად­მოგ­ცეთ ტკი­ვი­ლით გან­ვლი­ლი ეს დრო!-8 ოქ­ტომ­ბე­რი-მძი­მე დღე­ე­ბი იყო ყვე­ლას მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მძი­მედ და სა­ზარ­ლად ჩა­მოწ­ვა სიკ­ვდი­ლი, უეც­რად გაქ­რნენ და წა­ვიდ­ნენ...

დიდ ტკი­ვი­ლებ­თან, დარ­დთან და გა­უ­საძ­ლის მო­ნატ­რე­ბას­თან ერ­თად ვარ თი­თო­ე­უ­ლი წამი, დღე და ესე... ვცხოვ­რობთ მე და ჩემი დე­მეტ­რე, ერ­თმა­ნე­თი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და ხე­ლახ­ლა გა­ვი­ცა­ნით!პი­რა­დად მე რო­გორც ადა­მი­ან­მა და მშო­ბელ­მა მა­მამ, გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად გე­ტყვით, რომ შვი­ლის გარ­და დემე მარ­თლა დიდი აღ­მო­ჩე­ნა გახ­და ჩემ­თვის, უც­ბად და­ვი­ნა­ხე რომ ჩემს გვერ­დით არა თუ პა­ტა­რა, არა­მედ დიდი მე­გო­ბა­რი მყავს, მთე­ლი თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი გო­ნი­ე­რე­ბით, გა­აზ­რე­ბუ­ლი შეგ­ნე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გულ­შე­მატ­კივ­რო­ბით, აი ესეთ­მა დე­მეტ­რემ მიშ­ვე­ლა და გა­და­მარ­ჩი­ნა, დღე­საც ესე გრძელ­დე­ბა, ჩემი ყვე­ლა­ზე მყა­რი და­საყ­რდე­ნი დე­მეტ­რეა, ერ­თად ვმსჯე­ლობთ, ერ­თად ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და ერ­თმა­ნე­თის­თვის კი­დევ იმა­ზე მეტი ვართ, ვიდ­რე ვართ!!

თით­ქმის მთე­ლი წელი პა­ტარ-პა­ტა­რა, მაგ­რამ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბით ვა­სი­ა­მოვ­ნე დე­მეტ­რე, რომ კარ­გად გა­ვაც­ნო სა­ქარ­თვე­ლო ლა­მა­ზი კუ­თხე-მდე­ბა­რე­ო­ბე­ბით; აღ­ზრდა დ გაზ­რდა რომ სწო­რად, ხა­რის­ხი­ა­ნად შევ­ძლო, ამის­თვის ბევ­რი რა­მის შეს­წავ­ლა მო­მი­წია და კი­დევ ბევ­რს ვსწავ­ლობ (სულ უნდა ვი­თარ­დე­ბო­დე ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ ეს სულ ესე იყო ჩემ­ში);დღეს დე­მეტ­რე სკო­ლა ლი­ცე­უმ "მას­ტერ კლა­სი"-ს პირ­ველ კლა­სე­ლია, სწავ­ლის ამ მთა­ვარ და მნიშ­ვნე­ლო­ვან გზა­საც ერ­თად შე­ვუ­დე­ქით, მისი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და მო­წა­დი­ნე­ბუ­ლო­ბა კი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს და მაძ­ლი­ე­რებს!

!ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რაც მინ­და ვთქვა და ბევ­რჯერ ვთქვი: უთ­ბი­ლე­სი მად­ლო­ბა "wissol-ვი­სო­ლი"-ს, მად­ლი­ე­რი ვარ, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­დან მა­ლე­ვე გვა­ჩუ­ქა ბინა! უღ­რმე­სი მად­ლო­ბა და მად­ლი­ე­რე­ბა უმაღ­ლე­სი დო­ნის სკო­ლა ლი­ცე­უმ "მას­ტერკლასს" ერ­თგუ­ლად თა­ნად­გო­მი­სა და იმ უსას­ყიდ­ლო ამა­გის­თვის, რაც აკე­თეს და აკე­თე­ბენ დე­მეტ­რეს­თვის, ჯერ ბაღ­ში და ეხლა სკო­ლა­ში!მად­ლო­ბა ყვე­ლას, მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­თა­განს! უამ­რა­ვი სი­კე­თით იხა­რეთ!" - წერს დავ­ლა­ძე.