"არ არის ეს კაცი მიტოვებული, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, მოვიდეს ჩემთან" - რას ამბობს ლევან თედიაშვილის შვილი გავრცელებულ ინფორმაციასა და მამის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"არ არის ეს კაცი მიტოვებული, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, მოვიდეს ჩემთან" - რას ამბობს ლევან თედიაშვილის შვილი გავრცელებულ ინფორმაციასა და მამის მდგომარეობაზე?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. მო­ქა­ლა­ქე ილია მო­ლაშ­ვილ­მა პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ლე­გენ­და­რუ­ლი მო­ჭი­და­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე წერ­და და იქვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ თე­დი­აშ­ვი­ლი მარ­ტო, "ყვე­ლას­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი" იყო.

ასე­ვე გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფოტო. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ ფოტო, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რე­ა­ლუ­რად ფილმ "ბრა­ი­ტო­ნი­დან" იყო ამო­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი თა­მა­შობს. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ფოტო ნამ­დვი­ლად ახა­ლია და ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნის სახ­ლშია გა­და­ღე­ბუ­ლი.

რო­გო­რია რე­ა­ლუ­რად ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა და რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სოცქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი რე­ა­ლო­ბას, ამის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE მო­ჭი­და­ვის შვილს, ბე­სა­რი­ონ თე­დი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

"რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, არა­ნა­ი­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ყვე­ლა რო­მის პაპ­ზე მეტი კა­თო­ლი­კე რა­ტომ გა­მო­დის? წე­რენ რა­ღა­ცე­ებს და ამ დროს, საქ­მის კურ­სში არ არი­ან. არ არის ეს კაცი მი­ტო­ვე­ბუ­ლი, თუ ვინ­მეს სი­მარ­თლე აინ­ტე­რე­სებს, შე­ის­წავ­ლოს სა­კი­თხი, მო­ვი­დეს ჩემ­თან, მი­ვი­დეს ად­გილ­ზე... ხალ­ხი სი­ტუ­ა­ცი­ას შო­რი­დან აღიქ­ვამს. ვინც მიც­ნობს, იცის, ჩვენს ოჯახ­ში რაც ხდე­ბა, ვინც არა და, წერს იმას, რაც უნდა - წე­რენ, ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლია, არი­ქა, ვი­ღა­ცამ უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი უნდა მი­ვიდ­ნენ, და­ე­ლა­პა­რა­კო­ნო... იქ­ნებ მეც მკი­თხონ რამე, როცა რა­ღაც სჭირ­დე­ბა, მე ვუვ­ლი მა­მა­ჩემს და ვი­ღა­ცე­ე­ბი შო­რი­დან გა­მოდ­გე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ, უი, მო­უვ­ლე­ლი და უპატ­რო­ნოა ეს კა­ციო. აქ ცოტა სხვა სი­ტუ­ა­ცი­აა, არაა ყვე­ლა­ფე­რი სა­აშ­კა­რა­ო­ზე და სამ­სჯე­ლოდ გა­მო­სა­ტა­ნი.

ლე­ვანს დი­ა­ბე­ტი აქვს, უკვე მე­სა­მე წრე­ზე გა­უ­კე­თეთ ფე­ხის თი­თე­ბის ამ­პუ­ტა­ცია. მას ასე­ვე აქვს ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც... ნო­და­რი (კირ­კი­ტა­ძე - პირი, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ზე ლე­ვან თე­დი­აშ­ვილ­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი) ძა­ლი­ან კარ­გი კა­ცია, და­ვე­ლა­პა­რა­კე და ყვე­ლა­ფერს მიხ­ვდა, ბო­დი­შიც მო­მი­ხა­და. თუ ვინ­მეს რამე აინ­ტე­რე­სებს, სა­ნამ რა­მეს და­წერს, მე მკი­თხოს, ეს ხომ ოჯა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფაა? არა­ვის ვთხოვ მი­მი­ხე­დოს მა­მა­ჩემს, მაქვს იმის თავი, თვი­თონ მივ­ხე­დო და ვუვ­ლი კი­დეც. (გააგრძელეთ კითხვა)