"მას სახელმწიფო და ფონდი „ქართუ" ეხმარება“, მზად ვარ, მეც გვერდით დავუდგე"- რას აცხადებს კახა კალაძე ლევან თედიაშვილზე? - კვირის პალიტრა

"მას სახელმწიფო და ფონდი „ქართუ" ეხმარება“, მზად ვარ, მეც გვერდით დავუდგე"- რას აცხადებს კახა კალაძე ლევან თედიაშვილზე?

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ცნობილი ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული სპორტსმენი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ არის მიტოვებული.

კახა კალაძის თქმით, ლევან თედიაშვილზე საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” გრანტიდან ყოველთვიურად 1 500 ლარი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან - ყოველთვიურად 2 000 ლარი გაიცემა.

„რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ბატონ ლევანს ფინანსურად ეხმარება. ზუსტი თანხა არ ვიცი, მგონი, ეს არის 1500 ლარი ყოველთვიურად. გარდა ამისა, სახელმწიფოს მხრიდან მას აქვს 2 000 ლარის ოდენობის ყოველთვიური დაფინანსება. თუ რაიმე დამატებით არის საჭირო, პირადად მე მზად ვარ, ხელი შევუწყო, გვერდში დავუდგე ამ ადამიანს. ასევე, მზადყოფნაშია თბილისის მუნიციპალიტეტიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ასევე: "არ არის ეს კაცი მიტოვებული, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, მოვიდეს ჩემთან" - რას ამბობს ლევან თედიაშვილის შვილი გავრცელებულ ინფორმაციასა და მამის მდგომარეობაზე?