გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ექიმი დარწმუნდა, რომ მძიმე მდგომარეობაა - კვირის პალიტრა

გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ექიმი დარწმუნდა, რომ მძიმე მდგომარეობაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად უარს ამბობს საკვების მიღებაზე და პრაქტიკულად სულ წევს.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს „ვივამედის“ კლინიკასთან განუცხადა, სააკაშვილს მოძრაობა არ შეუძლია.

„საკვებს ვერ იღებს, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. კატეგორიულად უარს ამბობს. ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამის კომპენსაცია, გადასხმით ან რაღაცით. მამშვიდებს, წყნარად იყავი, ყველაფერი კარგად იქნებაო. როგორ იქნება კარგად, არ ვიცი, რადგან ვხედავ, რომ ყველაფერი ცუდად არის. პრაქტიკულად სულ წევს, ასეთ მდგომარეობაში ადრე არ ყოფილა. ეს რამდენიმე დღეა სულ წევს. არ შეუძლია ადამიანს მოძრაობა. ამერიკელი ექიმი დარწმუნდა, რომ არის მძიმე მდგომარეობა, ეს ეხება ხერხემალს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.