"ნათლობისთვის ვინც დააპირებთ ეკლესიაში მისვლას, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ... ნუ დაისჯით თავს" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე? - კვირის პალიტრა

"ნათლობისთვის ვინც დააპირებთ ეკლესიაში მისვლას, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ... ნუ დაისჯით თავს" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე?

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ნათ­ლო­ბას ეხე­ბა. რო­გორც ის წერს, ხში­რად ეკ­ლე­სი­ა­ში მი­დი­ან წყვი­ლე­ბი, რო­მელ­თა­გან ერთი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლია და სურს, მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რიც მო­ი­ნათ­ლოს.

მისი თქმით, ეს მარ­ტი­ვი არ არის და ნათ­ლო­ბას გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბი აქვს.

"ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მოხ­და ასე: მო­დის ეკ­ლე­სი­ა­ში წყვი­ლი, მათ­გან ერთ-ერთი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლია და უნდა მე­უღ­ლის ან მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის (ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლის) მო­ნათ­ვლაც.პირ­და­პირ მთხოვს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე დავ­ნიშ­ნოთ თა­რი­ღი და მოვ­ნათ­ლოთ. ვე­კი­თხე­ბი თა­ვად მო­სა­ნათლს, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ნათ­ლო­ბა. ძი­რი­თა­დად ან არ იცის ანდა ამ­ბობს, რომ მის მე­უღ­ლეს უნდა ასე ანდა ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო სტუმ­რად და ისე მო­ე­წო­ნა ჩვე­ნი ხალ­ხი, ტრა­დი­ცი­ე­ბი, მას­პინ­ძლო­ბა და ა.შ., რომ უნდა ბა­რემ ჩვე­ნე­ბუ­რად მო­ნათ­ლოს კი­დეც.

ვე­უბ­ნე­ბი, რომ ტრა­დი­ცი­ებს და ქარ­თულ სუფ­რას არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი აქვს ნათ­ლო­ბას­თან და ვე­კი­თხე­ბი, წა­უ­კი­თხავს თუ არა თა­ვად ბიბ­ლია ან მი­ნი­მუმ ახა­ლი აღ­თქმა და იცის თუ არა, რას ქა­და­გებს ქრის­ტეს მო­ძღვრე­ბა, რა არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში მთა­ვა­რი ან სა­ერ­თოდ რა გვწამს მარ­თლმა­დი­დებ­ლებს. მპა­სუ­ხობს, რომ არა, ჯერ არც წა­უ­კი­თხავს, არც შე­უს­წავ­ლია, არც და­ფიქ­რე­ბუ­ლა და არც არა­ფე­რი იცის. ამ შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხი ეკ­ლე­სი­ის­გან არის მკაც­რი, ნა­თე­ლი და ცალ­სა­ხა: - არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ადა­მი­ა­ნის მო­ნათ­ვლა. ღვთის რის­ხვას და სას­ჯელს მო­ვი­წევთ თავ­ზე ისიც და მეც თუ ასე­თი არა­სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით შე­ვას­რუ­ლებთ ნათ­ლო­ბას. ნათ­ლო­ბა თა­მა­ში არ არის. პა­სუხს ვა­გებთ გან­კი­თხვის დღეს ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოს გა­უ­ფა­სუ­რე­ბის­თვის.

შემ­დეგ ამ ადა­მი­ანს და მის მე­უღ­ლე­საც ვაძ­ლევ და­ვა­ლე­ბას: თუ მარ­თლა უნდა ნათ­ლო­ბა, წა­ვი­დეს სახ­ლში, აი­ღოს ბიბ­ლია, წა­ი­კი­თხოს დაკ­ვირ­ვე­ბით და დიდი ინ­ტე­რე­სით, იფიქ­როს, გა­ი­აზ­როს, თუ კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდე­ბა მო­ვი­დეს, ვი­სა­უბ­როთ და გან­ვმარ­ტოთ, და­ეს­წროს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას ანუ უნდა გა­ი­გოს და იწა­მოს ქრის­ტე, რო­გორ მისი მა­ცხო­ვა­რი, შემ­დეგ ეს უნდა აღი­ა­როს და დაგ­ვი­დას­ტუ­როს, რომ სწამს ქრის­ტეს სა­ხა­რე­ბა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მისი მო­ნათ­ვლა.

რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი? სულ ერ­თია, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა - 3 თვე იქ­ნე­ბა, 9 თვე თუ 3 წე­ლი­წა­დი. მთა­ვა­რია მარ­თა­ლი და სინ­დი­სი­ე­რი იქ­ნე­ბა მისი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გზის დას­წა­ყი­სი და ღმერ­თიც შე­ე­წე­ვა მის სი­ცო­ცხლეს. ასე რომ, ნათ­ლო­ბის­თვის ვინც და­ა­პი­რებთ ეკ­ლე­სი­ა­ში მის­ვლას, ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ. თა­ვად ნუ და­ის­ჯით თავს" - წერს ლო­მი­ძე.