ზაპოროჟიეზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ზაპოროჟიეზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა

ქალაქ ზაპოროჟიეზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას, ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი, ანატოლი კურტიევი “ტელეგრაზმე“ ავრცელებს.

როგორც უკრაინული მედია წერს, ზაპოროჟიეზე ღამით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ქალაქის საცხოვრებელ უბანში, რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ქუჩა დაზიანდა. განადგურებულია ხუთი კერძო სახლი, 40-მდე კი დაზიანებულია.

კურტიევის თქმით, მუნიციპალური მუშაკები თავდასხმის ადგილზე ნამსხვრევებისა და ნანგრევების გასასუფთავებლად მუშაობას იწყებდნენ, მაგრამ პერსონალის დეფიციტის გამო, ყველა დაინტერესებულ ზაპოროჟიელს შეუძლია ნანგრევების გაწმენდის პროცესს შეუერთდეს.

შეგახსენებთ, რუსეთმა ზაპოროჟიეზე შეტევა 8-9 ოქტომბრის ღამეს დაიწყო და ქალაქის მიმართულებით ათამდე რაკეტა გაუშვა.

IPN