"შორს არ არის დრო, როდესაც აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გარდა, სხვა გზა არ დარჩება" - ახრა ავიძბა რუსეთსა და პროქართულ განწყობებზე - კვირის პალიტრა

"შორს არ არის დრო, როდესაც აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გარდა, სხვა გზა არ დარჩება" - ახრა ავიძბა რუსეთსა და პროქართულ განწყობებზე

"დონ­ბა­სის გმი­რის" ახრა ავიძ­ბას მი­მართ, აფხაზ­თა მიერ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი­სა და გან­ცხა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მას აფხა­ზეთ­ში არ შე­უშ­ვებ­დნენ, ახრა ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში დაბ­რუნ­და და თა­ვი­სი­ვე ინი­ცი­ტი­ა­ვით, ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­საც შეხ­ვდა.

ავი­ძ­ბას თქმით, აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ვერ შეძ­ლო მისი "დაბ­ლოკ­ვა" და ის უკვე "სამ­შობ­ლო­შია" და აპი­რებს "თა­ვის ხალ­ხს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ სი­მარ­თლე უნდა უთხრას."

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, "აფხა­ზი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის" მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის, "პი­ატ­ნაშ­კას" ლი­დე­რი, ახრა ავი­ძ­ბა აფხა­ზეთ­ში ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს, რად­გან სწო­რედ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ას­ლან ბჟა­ნი­ას "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა", თუმ­ცა, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ახლა მის აქ­ტი­ვო­ბებს უკვე ში­ში­თაც უყუ­რებს, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ სა­დაც ის ჩნდე­ბა, ყველ­გან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა და კონ­ფლქი­ტია. დონ­ბა­სი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ავი­ძ­ბამ ბჟა­ნი­ას გუნდს "ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კის გას­ხვი­სე­ბის შე­სა­ხებ რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­უქ­მე­ბა მოს­თხო­ვა", წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბით და­ე­მუქ­რა.

"რა­ტომ უნდა ვჩუქ­ნი­დეთ ვინ­მეს მი­წებს?! ამ შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ დო­ნეცკ­ში შე­ვი­ტყვე და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შევ­კრი­ბე მებ­რძო­ლე­ბი, მათი აზ­რის მო­სას­მე­ნად. ბა­ზა­ზე შევ­კრი­ბეთ ყვე­ლა, ვინც აფხა­ზე­თი­დან იყო, არამ­ხო­ლოდ აფხა­ზე­ბი, არა­მედ ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბი, რუ­სე­ბი და ბერ­ძნე­ბი. ეს სა­კი­თხი გან­ვი­ხი­ლეთ და ვუ­თხა­რი, რომ მა­ინ­ტე­რე­სებ­და მათი აზრი, რათა შემ­დეგ თქვე­ნამ­დე მო­მე­ტა­ნა და ყვე­ლა ამ­ბობს, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­ჩუ­ქე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ავი­ძ­ბამ.

მისი თქმით, ახლა მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ ერთხელ და ნათ­ლად ირ­კვე­ვა, რომ "სა­კუ­თა­რი მი­წის თი­თო­ე­ულ მტკა­ველს გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. მო­დით, დავ­სვათ კი­თხვა, ჩვენ ვართ სა­ინ­ტე­რე­სო ვინ­მეს­თვის, თუ ჩვე­ნი მიწა, ვიქ­ნე­ბით კი სა­ინ­ტე­რე­სო ვინ­მეს­თვის მის გა­რე­შე?!. ვი­ღა­ცე­ბი გვიმ­ტკი­ცე­ბენ, მი­წას კი არ ვჩუქ­ნით, მხო­ლოდ შე­ნო­ბას ვას­ხვი­სებთ და მას ვე­რა­ვინ ამო­თხრის და ვერ­სად წა­ი­ღებ­სო, მაგ­რამ ყვე­ლამ ხომ ვი­ცით, რომ ასე არ არის?!"

ავი­ძ­ბას თქმით, ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კით რუსი ოლი­გარ­ქია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, თუმ­ცა, მის ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბას მო­ე­რი­დე­ბა, რად­გან შე­საძ­ლოა, პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნას.მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რუს ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან კარ­გად არას­დროს სრულ­დე­ბა.

ახრა ავი­ძ­ბას თქმით, რუსი მა­ფი­ო­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ბოლო დროს აფხა­ზეთ­ში ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, ძა­ლი­ან ჩქა­რო­ბენ, რომ უძ­რავ ქო­ნე­ბა­სა და მი­წის ნაკ­ვე­თებს და­ე­პატ­რო­ნონ, რად­გან ფიქ­რო­ბენ, რომ "აფხა­ზე­თი სულ მალე გახ­დე­ბა რუ­სე­თის ნა­წი­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­წე­ბის და­პატ­რო­ნე­ბა უნდა იჩ­ქა­რონ."

რუ­სე­თის კრი­ტი­კას­თან ერ­თად, ახრა ავი­ძ­ბამ თქვა, რომ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, "შორს არ არის აფხა­ზე­თის რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბის სა­კი­თხი" გააგრძელეთ კითხვა