პრემიერი ჟურნალისტებს: "კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, რა სჭირს სააკაშვილს? - არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული" - კვირის პალიტრა

პრემიერი ჟურნალისტებს: "კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, რა სჭირს სააკაშვილს? - არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული"

არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებული , - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კითხვას, მზად არის თუ არა ხელისუფლება მედიკოსების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, გასცეს სააკაშვილის მესამე ქვეყანაში გადაყვანის უფლება.

მისივე თქმით, სახელმწიფო და კონკრეტულად იუსტიციის სამინისტო ყველაფერს აკეთებს, რომ მისი და 9000 სხვა პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს.

„რაიმე კონკრეტიკა, კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ თუ რა სჭირს სააკაშვილს? მე ვიცი, რომ სახელმწიფო და კონკრეტულად იუსტიციის სამინისტო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი და 9000 სხვა პატიმრის ჯანმრთელობა, მათი უფლებები იყოს დაცული, არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაზარალებულის სახით უნდა დაიკითხოს. ადვოკატის განცხადებით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს გადაუგზავნის, რის შემდეგაც მათი გადასაწყვეტია გადასცემენ თუ არა მოწმის სახით სააკაშვილს.

IPN