ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა - კვირის პალიტრა

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ბელგიელი კასე მატიასი დამატებით მე-4 წუთზე დაამარცხა და კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

გრიგალაშვილი ტურნირში მეორე რაუნდიდან ჩაერთო, მისი მეტოქე ფრანგი დიალო ალფა იყო, რომელიც ქართველმა იპონით დაამარცხა.

მესამე ეტაპზე გრიგალაშვილმა დომენიკელ მედისო კორტორეალს დამატებით დროში ვაზარით მოუგო.

მეოთხედფინალში 22 წლის ქართველი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ ნაგასე ტაკანორის შეხვდა, რომელიც შიდოებთ დაამარცხა.

გრიგალაშვილმა ანალოგიურად აჯობა მეტოქეს ნახევარფინალშიც, სადაც ტატო აზერბაიჯანის წარმომადგენელს, საიდ მოლაის დაუპირისპირდა.

ფინალში ტატო გრიგალაშვილმა ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა.

გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი ფინალში სწორედ ბელგიელთან დამარცხდა.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის ხვალინდელ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დაიცავენ ოლიმპიადის გამარჯვებული, ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე.

IPN