"ქართულ ოცნებას“ მთელი საქართველო უსმენს, სუს-იც უსმენს "ქართულ ოცნებას“, რადგან ვართ მმართველი ძალა" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას“ მთელი საქართველო უსმენს, სუს-იც უსმენს "ქართულ ოცნებას“, რადგან ვართ მმართველი ძალა"

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო უს­მენს, სუს-იც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უს­მენს იმი­ტომ, რომ ჩვენ ვართ მმარ­თვე­ლი ძალა, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან სა­ვა­რა­უ­დო მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "ვი­ღა­ცე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბულ სა­უბ­რებ­ზე“ და ამ სა­კი­თხზე სპე­კუ­ლა­ცი­ებს არ აპი­რებს.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო უს­მენს, სუს-იც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უს­მენს იმი­ტომ, რომ ჩვენ ვართ მმარ­თვე­ლი ძალა. მე არ მინ­და, რომ კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო ვი­ღა­ცე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბულ სა­უბ­რებ­ზე და ამა­ზე და­ვი­წყო სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, ეს არ არის სა­ინ­ტე­რე­სო“,- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მისი თქმით, უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბი არ ხდე­ბა და თუ რა­ი­მე მსგავ­სი ფიქ­სირ­დე­ბა, ამას გა­მო­ძი­ე­ბა გას­ცემს პა­სუხს.

"მოს­მე­ნებ­ზე მინ­და გი­თხრათ შემ­დე­გი-ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი და­ა­მუ­შა­ვეთ და თქვენ ნა­ხავთ, რომ დღეს მსოფ­ლი­ო­ში პრი­ვა­ტუ­ლო­ბა არის ძა­ლი­ან მო­წყვლა­დი სა­კი­თხი. ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას აქვს მოს­მე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ძა­ლი­ან ბევ­რი მა­გა­ლი­თი გვაქვს ჩვენ, მათ შო­რის ჰა­კე­რე­ბის და ძა­ლი­ან ბევ­რი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი, ჰა­კე­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც არ­სე­ბობს, რო­მელ­თაც აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, "გა­ტე­ხონ“ თქვე­ნი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, მო­გის­მი­ნონ, მო­ი­პა­რონ მთე­ლი მო­ნა­ცემ­თა ბაზა და ა.შ. ამა­ზე არ მინ­და, რომ ვი­სა­უბ­რო, ეს მინ­და რომ აგიხ­სნათ. არა­ვინ უს­მენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ეს ტყუ­ი­ლია. გე­ტყვით, რომ ეს თე­მე­ბი ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ არის, თუ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, ამას გა­მო­ძი­ე­ბა გას­ცემს პა­სუხს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ტვ პირ­ველ­მა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სუს-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რებს, რი­გით დე­პუ­ტა­ტებს და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებ­საც უს­მე­ნენ.

IPN