თელავში ახალგაზრდა ქალი მოკლეს - კვირის პალიტრა

თელავში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

კახეთში, თელავში მკვლელობა მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულია 30 წლამდე, ახალაგზრდა ქალი. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

IPN