"ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა" - ფემიციდის მორიგი ფაქტი: ვინ იყო თელავში მოკლული 26 წლის ქალი და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები - კვირის პალიტრა

"ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა" - ფემიციდის მორიგი ფაქტი: ვინ იყო თელავში მოკლული 26 წლის ქალი და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები

თე­ლავ­ში მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი 26 წლის მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვი­ლია. ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი მე­გო­ბარ­მა მა­მა­კაც­მა ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით მოკ­ლა.

"მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი მუდ­მი­ვად ემუქ­რე­ბო­და და ძა­ლა­დობ­და მას­ზე. ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში შსს-მ კაცი და­ა­კა­ვა, თუმ­ცა 2000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. დღეს, შუ­ა­დღი­სით მი­ა­კი­თხა სახ­ლში, ჯერ ახ­რჩობ­და, შემ­დეგ კი და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ მი­ა­ყე­ნა." - აცხა­დებს მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი..

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია, ტე­რი­ტო­რია ყვი­თე­ლი ლენ­ტით არის შე­მო­სა­ზღვრუ­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი.

ambebi.ge