განათლება თავისუფლებისთვის - კვირის პალიტრა

განათლება თავისუფლებისთვის

მასწავლებლის მსოფლიო დღეს, 5 ოქტომბერს, განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" ფინალი მეექვსედ გაიმართა. 2022 წლის "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" გამარჯვებული ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე გახდა. ის პროექტის გენერალურმა სპონსორმა „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ 15 ათასი ლარით დააჯილდოვა. ფულადი პრემიებით დააჯილდოვა ფინალისტთა ათეულში გასული სხვა მონაწილეებიც პროექტის ოქროს სპონსორმა „"ლიბერთი ბანკმა".

"ლიბერთი" უკვე ექვსი წელია, ყოველწლიურად აჯილდოებს "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს"“გამარჯვებულ საუკეთესო მასწავლებლების ათეულს. ტაპი ზაქარიაძე,­ "ლიბერთის"“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ განათლების ხელშეწყობა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია ,,ლიბერთის"“ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებაა: "ჩვენი გუნდის მიზანია წვლილი შევიტანოთ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში და გვჯერა, რომ სწორედ განათლებაა ადამიანის თავისუფლების საფუძველი. განათლებული საზოგადოება ქვეყნის წარმატების წინა პირობაა. "ლიბერთის" სახელით მადლობას ვუხდით მასწავლებლებს ფასდაუდებელი შრომისთვის და საქმის სიყვარულით კეთებისთვის. გამარჯვებულ ათეულს ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას მომავალი თაობების აღზრდის საქვეყნო საქმეში".

liberti3-1665333550.jpg

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" გამარჯვებულმა როლანდ შავაძემ ბაკალავრიატი თბილისში, მაგისტრატურა კი ბათუმში დაამთავრა. მონაწილეობდა ერასმუსის გაცვლით პროგრამაში ბულგარეთის ქალაქ რუსეს უნივერსიტეტში. იყო ამერიკის საელჩოს ფულბრაიტის პროგრამის მონაწილე, რომლის ეგიდითაც მონტანის უნივერსიტეტში პროფესიული განვითარების კურსები გაიარა. ახლა ლინგვისტიკაში სადოქტორო თემაზე მუშაობს. სკოლაში სწავლების პარალელურად, ახალი სკოლის მოდელის ექსპერტია და კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს.

როლანდი ამბობს, რომ მუდმივად მუშაობს თვითგანვითარებაზე, სწავლების პროცესში სიახლეების დანერგვაზე. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მისთვის, აღიარებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა.

"ძალიან სასიამოვნოა, როცა საზოგადოება ხედავს, რომ რაღაცას განსხვავებულად აკეთებ ან იმაზე მეტად იხარჯები, ვიდრე ვალდებულება გაქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის შედეგი იყოს თვალსაჩინო. როცა შენი მოსწავლეები ხულოს მუნიციპალიტეტიდან საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში გრანტს მოიპოვებენ, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობენ, ესაა ყველაზე დიდი სიხარული! და ათმაგად საამაყოა, როცა ძალიან პატარა სოფლის სკოლადამთავრებული მოსწავლეების წარმატებაზე ვლაპარაკობთ".

liberti4-1665333550.jpg

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" ფინალისტთა ხუთეულში მოხვდა დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „"შავნაბადას" ქიმიის მასწავლებელი, პროფესორი მიხეილ ლაბარტყავა. მისი შეფასებით, სასკოლო განათლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დასავლური სტანდარტის სახელმძღვანელოებია.

„"სიახლეებს ფეხდაფეხ უნდა მივყვებოდეთ. განათლებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, ამას მოაქვს თავისუფლებაც და მრავალფეროვნებაც. არ შეიძლება ყველას ერთი აზრი ჰქონდეს. განსხვავებულობაა საინტერესო".

ირა ძირკვაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული და ინგლისური ენების მასწავლებელი ამბობს, რომ მისთვის გადამწყვეტია მოსწავლეებს სჯეროდეთ თავიანთი შესაძლებლობების და თამამად გამოთქვამდნენ აზრს.

„"ჩემთვის მიუღებელია სწორი და არასწორი მოსაზრებების დიფერენცირება. მე მხარს ვუჭერ მოსწავლეების ყველა ვერსიას. მათ არ უნდა ეშინოდეთ აზრის გამოთქმის და იმაზე ფიქრის, ხომ არ ცდებიან. უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ უფლება ყველანაირი აზრი ჰქონდეთ და ხმამაღლა ისაუბრონ თავიანთ შეხედულებებზე, მოსაზრებებზე, იდეებზე".

liberti-1665333550.jpg

ამ აზრს იზიარებს სოფო ძიგრაშვილიც, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი. მას სჯერა, რომ „არ უნდა იყვნენ ე.წ. ხმადაკარგული მოსწავლეები, რომლებსაც არც მოტივაცია აქვთ, არც ინტერესი და არც პედაგოგი ავლენს სათანადო ყურადღებას მათ მიმართ.

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზე, ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, განსხვავებულობის მიმღებლობაზე, რომ ეს ნორმაა და ჩვენ, ადამიანებმა, არ უნდა შევქმნათ ბარიერები"“.

ფინალისტთა ხუთეულშია ნანა მგალობლიშვილი, ჩოხატაურის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელსაც პედაგოგად მუშაობის 33-წლიანი გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" კონკურსის ფინალისტობა მისი განვლილი გზის აღიარება და დიდი სიხარული იყო, თუმცა სწრაფვა პირველობისკენ დიდი ხანია მოსწავლეების პირველობასთან გააიგივა.

"მათი გამარჯვებები, მათი წარმატება ოლიმპიადებზე, ლიტერატურულ ფესტივალებსა თუ კონკურსებზე მთავარ ჯილდოდ და ყველაზე სანატრელ აღიარებად მიმაჩნია".

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო პროექტის ავტორებმა დაჯილდოების ცერემონიაზე წელს განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში.

"ძლიერ საზოგადოებას განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული ადამიანები ქმნიან, ხოლო განათლების ერთ-ერთი მთავარი ღერძი სკოლა და მასწავლებელია", _ განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ. "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" საქართველოში უკვე მეექვსედ ჩატარდა. ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის თჰე Gლობალ თეაცჰერ Pრიზე ნაწილია.

(R)