"ეჭვგარეშეა, ეს არის ტერორისტული აქტი - დაგეგმილი უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით" - რაც აცხადებს ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე? - კვირის პალიტრა

"ეჭვგარეშეა, ეს არის ტერორისტული აქტი - დაგეგმილი უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით" - რაც აცხადებს ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აფეთქება ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელ მთავარ ხიდზე უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო.

"ეჭვგარეშეა. ეს არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას", - აღნიშნა პუტინმა კრემლის "ტელეგრამის" არხზე ვიდეოში.

მისი თქმით, ეს "იყო დაგეგმილი და განხორციელებული უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით".

პუტინი მანამდე შეხვდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს,ალექსანდრ ბასტრიკინს, რომელსაც ხიდზე მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის გამოძიება დაევალა.

IPN