ხვიჩა კარაცხელიას კიდევ ერთი საგოლე პასი და პენალტი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა - კვირის პალიტრა

ხვიჩა კარაცხელიას კიდევ ერთი საგოლე პასი და პენალტი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა

სე­რია A-ს მე­ცხრე ტურ­ში "ნა­პო­ლიმ“ გას­ვლა­ზე "კრე­მო­ნე­ზე“ 4:1 და­ა­მარ­ცხა. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ "ნა­პო­ლის“ ამ სე­ზონ­ში მე­სა­მე თერ­ტმეტ­მეტ­რი­ა­ნი მო­უ­პო­ვა და სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა, "კრე­მო­ნე­ზე­ში“ კი ლუკა ლო­ჩოშ­ვილ­მა შე­უც­ვლე­ლად ითა­მა­შა.

მატ­ჩი სტუ­მარ­თა შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო და რაჰ­მა­ნის მიერ დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი ხა­რი­ხას მოხ­ვდა. მას­პინ­ძლებ­მა სწრა­ფი კონ­ტრი­ე­რი­შით უპა­სუ­ხეს და ძა­ნი­მა­კი­ას დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მე­რე­ტის კა­რის ხა­რი­ხას მოხ­ვდა. 26-ე წუთ­ზე კვა­რა­ცხე­ლია სა­ჯა­რი­მო­ში ბი­ან­ჩე­ტიმ წა­აქ­ცია, მსაჯ­მა ვი­დე­ო­გა­მე­ო­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ პე­ნალ­ტი და­ნიშ­ნა და პო­ლი­ტა­ნომ "ნა­პო­ლი“ და­ა­წი­ნა­უ­რა.

შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ დე­სერ­სმა ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა. შეც­ვლა­ზე შე­სულ­მა სი­მე­ო­ნემ კი 76-ე წუთ­ზე ნე­ა­პო­ლე­ლე­ბი წინ გა­იყ­ვა­ნა, კომ­პენ­სი­რე­ბულ დრო­ში ხვი­ჩას პა­სით ლო­ზა­ნომ გა­ი­ტა­ნა, ხოლო ზედ სა­ფი­ნა­ლო სასტვე­ნის წინ ოლი­ვე­ი­რამ სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში და­ა­ფიქ­სი­რა.

"ნა­პო­ლი“ 23 ქუ­ლით ლი­დე­რია, უახ­ლო­ეს მდე­ვარ "ატა­ლან­ტას“ 2 ქუ­ლით უს­წრებს და 12 ოქ­ტომ­ბერს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე "აიაქსს“, 16 ოქ­ტომ­ბერს კი იტა­ლი­ის პირ­ვე­ლო­ბა­ზე "ბო­ლო­ნი­ას“ უმას­პინ­ძლებს.

sportall.ge