ვენესუელაში მეწყერს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ვენესუელაში მეწყერს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელას ქალაქ ლას-ტეხერიასში, დედაქალაქ კარაკასის სამხრეთით, კოკისპირული წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა სახლები წაიღო.

ბოლო მონაცემებით, 22 ადამიანი დაიღუპა, 52 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათ გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში შესაბამისი სამსახურების 1 000-მდე თანამშრომელი მონაწილეობს.

პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ სიტუაცია შეაფასა, როგორც "რთული და მტკივნეული".

მეწყერი მდინარე ელ პატოს ადიდებამ და ნაპირებიდან გადმოსვლამ გამოიწვია.

IPN