კიევის ცენტრში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის - კვირის პალიტრა

კიევის ცენტრში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქებები ქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში მოხდა. მისი თქმით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

IPN