კიევში მომხდარი აფეთქებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები - კვირის პალიტრა

კიევში მომხდარი აფეთქებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები

კიევში, რამდენიმე ადგილას მომხდარი აფეთქებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას გამოცემა suspilne-ი ავრცელებს.

ამასთან, შსს-ის ხელმძღვანელის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა ვოლოდიმირსკის ქუჩაზე გრუშევსკის ძეგლთან დაეცა, სადაც ამჟამად მაშველები მუშაობენ.

უკრაინული მედიის ცნობით, დედაქალაქის ცენტრში, შემთხვევის ადგილზე ავტომობილები იწვის.

IPN