"მტრის შეტევა გრძელდება" - რას წერს ვალერი ზალუჟნი - კვირის პალიტრა

"მტრის შეტევა გრძელდება" - რას წერს ვალერი ზალუჟნი

ტერორისტული ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია, ახორციელებს მასიურ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი „ფეისბუქში“ წერს.

„დილით აგრესორმა 75 რაკეტა ისროლა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ მათგან 41 გაანეიტრალა. შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებს თანამოქალაქეების დასაცავად. მტრის შეტევა გრძელდება. ყველას მოვუწოდებ, დარჩეს თავშესაფრებში!“- წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

IPN