სანზონაში, ექიმ-თერაპევტის სახლიდან ამოღებული დიდი ოდენობით გახრწნილ ხორცზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - კვირის პალიტრა

სანზონაში, ექიმ-თერაპევტის სახლიდან ამოღებული დიდი ოდენობით გახრწნილ ხორცზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

ექ­სპერ­ტი­ზით, სან­ზო­ნა­ში, ექიმ-თე­რა­პევ­ტის სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით გახ­რწნი­ლი ხორ­ცი ცხო­ვე­ლის აღ­მოჩ­ნდა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ექი­მის ძმამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ექ­სპერ­ტი­ზა ახ­ლა­ხანს დას­რულ­და.

"ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, აღ­მოჩ­ნდა ის, რა­საც ჩემი და აცხა­დებ­და, როცა ეს ამ­ბა­ვი მოხ­და. რა საკ­ვირ­ვე­ლია, ცხო­ვე­ლის ხორ­ცი იყო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მოხ­მა­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ექი­მის ძმამ.

ცნო­ბის­თვის, მიმ­დი­ნა­რე წლის 19 მა­ისს, სან­ზო­ნა­ში, ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ბი­ნი­დან, რო­მე­ლიც ექიმ-თე­რა­პევტს ეკუთ­ვნო­და, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გახ­რწნი­ლი ხორ­ცი ამო­ი­ღეს, რო­მელ­საც ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და.

ექი­მის მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ სა­დარ­ბა­ზო­ში სპე­ცი­ფი­კუ­რი სუნი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აწუ­ხებ­დათ, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან ერ­თად კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი სუ­ნიც მძაფ­რდე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, სა­ბო­ლო­ოდ, მე­ზობ­ლებ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს, რო­მელ­მაც გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ხორ­ცი ამო­ი­ღო.

თა­ვად ექიმს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა, მისი ძმის გან­ცხა­დე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მე­დი­კო­სი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ბი­ნა­ში კა­ნა­ლი­ზა­ცია და მა­ცი­ვა­რი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, რა­მაც მძაფ­რი სუნი გა­მო­იწ­ვია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ექიმ-თე­რა­პევ­ტი, მუ­ხი­ან­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ოჯა­ხის ექი­მად მუ­შა­ობს.