გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის - კვირის პალიტრა

გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, გერმანია ოთხიდან ერთ „IRIS-T SLM“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის.

„განახლებული სარაკეტო თავდასხმა კიევსა და ბევრ სხვა ქალაქზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი მიწოდება, რუსეთის თავდასხმები რაკეტებითა და დრონებით ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას“, - აღნიშნულია ლამბრეხტის განცხადებაში.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შენობა, სადაც კიევში გერმანიის საკონსულოა განთავსებული, რუსეთის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა, მაგრამ საკონსულო ომის დაწყების შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.

IPN