უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - კვირის პალიტრა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ედიშერ კვარაცხელია დონეცკის ოლქში დღეს დილით რუსეთის მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში 2014 წლის შემდეგ იმყოფებოდა და ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.

უკრაინის შსს-ის ცნობით, კიევში დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 24 კი - დაშავდა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსული რაკეტები ქალაქის ცენტრში, შევჩენკოვსკის რაიონში, ასევე სოლომენსკის რაიონში სხვადასხვა ობიექტებს მოხვდა.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე 20 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

IPN