"შენ არ იცი, რომ დალევს, როგორია... იწყებს ჩემს ჩქმეტას, ძიუდოს ილეთების ჩემზე გამოცდას" - სერგეი პუგაჩოვი პუტინის ყოფილ ცოლთან საუბარს იხსენებს - კვირის პალიტრა

"შენ არ იცი, რომ დალევს, როგორია... იწყებს ჩემს ჩქმეტას, ძიუდოს ილეთების ჩემზე გამოცდას" - სერგეი პუგაჩოვი პუტინის ყოფილ ცოლთან საუბარს იხსენებს

პუ­ტი­ნის ყო­ფი­ლი მე­გო­ბა­რი, ამ­ჟა­მად რუ­სე­თი­დან დევ­ნი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი სერ­გეი პუ­გა­ჩო­ვი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, დი­მიტ­რი გორ­დონ­თან ინ­ტერ­ვი­უს დროს მოყ­ვა, თუ რო­გორ სურ­და პუ­ტინს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის საქ­მე­თა მწარ­მო­ებ­ლის პა­ველ ბო­რო­დი­ნის მოკ­ვლა და რო­გორ ეპყრო­ბო­და ცოლს, როცა ალ­კოჰოლს სვამ­და.

სერ­გეი პუ­გა­ჩო­ვი იყო ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ვინც აა­შე­ნა სა­ბან­კო სის­ტე­მა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, ერთ დროს მას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა და მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის პუ­ტი­ნის მე­გობ­რო­ბის წყა­ლო­ბით.

2011 წელს პუ­გა­ჩო­ვი გა­იქ­ცა რუ­სე­თი­დან და საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. რუ­სეთ­ში კი ბან­კირ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ძებ­ნა და და­უს­წრებ­ლად აქვს მის­ჯი­ლი პა­ტიმ­რო­ბა.

პუ­გა­ჩო­ვი ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ ამ­ბობ­და, რომ ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნას ქორ­წი­ლი­დან მე­ო­რე დღეს­ვე სურ­და პუ­ტი­ნის­გან გაქ­ცე­ვა...

"სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს არ გა­ვამ­ხელ, მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ქორ­წი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ლუდ­მი­ლას უკვე მის­გან გაქ­ცე­ვა სურ­და. მან აღი­ა­რა, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია მას­თან ცხოვ­რე­ბა, მას ძა­ლი­ან ბევ­რი უც­ნა­უ­რო­ბა აქვს", - ამ­ბობ­და იმ­ჟა­მად ბან­კი­რი.

ამ­ჯე­რად დი­მიტ­რი გორ­დონ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში რუსი დიქ­ტა­ტო­რის შე­სა­ხებ ერთი შემ­თხვე­ვა გა­იხ­სე­ნა.

"იმ დღეს, მე და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ვვახ­შმობ­დით. საფ­რან­გე­თი­დან ღვი­ნო ჩა­მო­ვი­ტა­ნე და თითო ჭიქა დავ­ლი­ეთ, პუ­ტინს უნ­დო­და გაგ­რძე­ლე­ბა, უცებ ლუდ­მი­ლა შე­მო­ვი­და, გვთხო­ვა, აღარ დაგ­ვე­ლია მეტი... პუ­ტინ­მა თქვა, რომ არ იყო პრობ­ლე­მა... გააგრძელეთ კითხვა