პარლამენტთან აქცია უკრაინის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით დასრულდა - კვირის პალიტრა

პარლამენტთან აქცია უკრაინის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით დასრულდა

პარლამენტთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია უკრაინის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით დასრულდა.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იქნას აღიარებული.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შემდეგი აქცია, უკრაინის დამცველების დღეს, 14 ოქტომბერს გაიმართება. მათი განცხადებით, აქცია თავისუფლების მოედანზე იგეგმება.

უკრაინის მხარდამჭერ აქციას შეუერთდნენ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები.

IPN