"პირველივე შეხვედრისას დავმეგობრდით" - მოდელ ანა შელიასა და მორაგბე ლაშა ლომიძეს მეორე შვილი შეეძინათ - კვირის პალიტრა

"პირველივე შეხვედრისას დავმეგობრდით" - მოდელ ანა შელიასა და მორაგბე ლაშა ლომიძეს მეორე შვილი შეეძინათ

ქარ­თველ მო­დელ ანა შე­ლი­ა­სა და მო­რაგ­ბე ლაშა ლო­მი­ძეს მე­ო­რე შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. ვატო ლო­მი­ძე 8 ოქ­ტომ­ბერს საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და.

"Welcome to the world sweet baby boy. პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­სას დავ­მე­გობ­რდით. მად­ლო­ბა ყვე­ლას უამ­რა­ვი თბი­ლი მო­ლოც­ვის­თვის. ანა და ლაშა მუ­დამ ბედ­ნი­ე­რი მშობ­ლე­ბი ყო­ფი­ლი­ყა­ვით...“ - წერს ახალ­გაზ­რდა ბე­ბია ლიკა კვა­რა­ცხე­ლია და შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ პირ­ველ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

ანა შე­ლი­ას და ლაშა ლო­მი­ძეს მე­ო­რე შვი­ლის და­ბა­დე­ბა "ინ­სტაგ­რამ­ზე" მი­უ­ლო­ცეს ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ლაშა ბე­ქა­ურ­მა, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძემ, თაკო ჩხე­ი­ძემ და სხვა ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა

წყვილს პირ­ვე­ლი შვი­ლი 2020 წლის 13 ნო­ემ­ბერს, საფ­რან­გეთ­ში შე­ე­ძი­ნათ. გო­გო­ნას ელი და­არ­ქვეს.

ანა შე­ლი­ამ და ლაშა ლო­მი­ძემ 2019 იქორ­წი­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მე-8 ნომ­რი­სა და ცნო­ბი­ლი მო­დე­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია რამ­დე­ნი­მე წელს ით­ვლი­და. სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა ანა შე­ლი­ამ 14 წლის ასაკ­ში და­ი­წყო."პირველივე შეხვედრისას დავმეგობრდით" - მოდელ ანა შელიასა და მორაგბე ლაშა ლომიძეს მეორე შვილი შეეძინათ