უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა „ვაგნერის“ დივერსანტები გაანადგურა - კვირის პალიტრა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა „ვაგნერის“ დივერსანტები გაანადგურა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკოვის ოლქში „ვაგნერის“ დივერსანტთა ორი ჯგუფის ლიკვიდაცია განახორციელა.

დაქირავებული დივერსანტების ლიკვიდაციის ოპერაცია სპეცრაზმმა ჩაატარა და მისი რეალიზება შესაძლებელი გახდა საჰაერო დაზვერვისა და შტურმის საშუალებით.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდნილ 4 დივერსანტს შორის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მეთაურიცაა, რომელიც მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

IPN