"სოზარ, ასეთი ვისი და რა ვალი გაქვს, რომ საკუთარ წარსულზე უარს ამბობ, ემიჯნები და სიმონიანის ქართულ კარიკატურად იქეცი?" - კვირის პალიტრა

"სოზარ, ასეთი ვისი და რა ვალი გაქვს, რომ საკუთარ წარსულზე უარს ამბობ, ემიჯნები და სიმონიანის ქართულ კარიკატურად იქეცი?"

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თავ­დას­ხმებს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"ცოტა გრძე­ლი პოს­ტი გა­მო­ვა, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე სი­ცი­ლი­სა და და­ცინ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­დე და ამ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, კრემ­ლის ხე­ლის ბი­ჭებს პა­სუ­ხი გავ­ცე. ვი­ნა­ი­დან სი­ნამ­დვი­ლე­ში ის პრო­პა­გან­და, რო­მელ­საც უნდა ვებ­რძო­ლოთ, მხო­ლოდ სი­მო­ნი­ა­ნის­გან კი არ მო­დის, იმა­ვე მი­ზანს აქ თბი­ლის­შიც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე სას­ცი­ლო აღარ არის, სად და­ი­ხარ­ჯა ამე­რი­კუ­ლი ფუ­ლიო, სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხე­ე­ბით რომ კი­თხუ­ლო­ბენ და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში "ამ­ხე­ლენ". ვფიქ­რობ დროა, არა მათ­თვის, არა­მედ ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის ამ დახ­მა­რე­ბის მიმ­ღებ­მა და ად­რე­სა­ტებ­მა მა­სობ­რი­ვად უნდა მო­ვუყ­ვეთ ქვე­ყა­ნას, რამ­დე­ნი სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა სწო­რედ ამე­რი­კულ­მა დახ­მა­რე­ბამ, რამ­დენ სი­კე­თე­ზე წვდო­მა გა­ხა­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­გორ შეც­ვა­ლა სა­უ­კე­თე­სოდ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა.

არა, ეს არ არის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა, ეს არის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­ის ფლაგ­მა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო რე­გი­ონ­ში, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა და რო­მე­ლიც გა­დამ­დე­ბი ეფექ­ტის მა­გა­ლი­თი უნდა გამ­ხდა­რი­ყო ავ­ტოკ­რა­ტი­ე­ბი­თა და დიქ­ტა­ტუ­რე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი სა­მე­ზობ­ლოს­თვის რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის თუ იბ­რძვი და შრო­მობ, პარტნი­ო­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი გვერ­დში და­გიდ­გე­ბი­ან და შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია.

სად და ვის­თვის იხარ­ჯე­ბო­და ამე­რი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბა?

- ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლის შე­საძ­ლებ­ლად ქცე­ვა­ში - სა­უ­კე­თე­სო და­სავ­ლურ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა;

- ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის სწავ­ლე­ბის, აღ­ჭურ­ვის, გაწ­ვრთნის­თვის;

- ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბის­თვის;

- ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის­თვის; და კი­დევ რამ­დე­ნი მსგავ­სი შე­იძ­ლე­ბა ჩა­მოვ­თვა­ლოთ, მაგ­რამ ეხლა სწო­რედ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას უნდა შე­ვე­ხო.

სხვებ­ზე დე­ტა­ლუ­რად ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, რად­გან შე­საძ­ლოა ბევ­რი არ ვი­ცო­დე, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­ზე უნდა დავ­წე­რო. ასო­ცი­ა­ცია 1994 წელს და­ფუძნ­და. ხომ გახ­სოვთ ეს რა პე­რი­ო­დია. ქუ­ჩა­ში სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ხელ­დას­მუ­ლი თო­ფი­ა­ნი კა­ცე­ბი დარ­ბი­ან, ქვე­ყა­ნა შუ­ქი­სა და სით­ბოს გა­რე­შეა, ადა­მი­ა­ნე­ბი მა­სობ­რი­ვად სამ­სა­ხუ­რებს კარ­გა­ვენ და უსა­მარ­თლო­ბა ზე­ი­მობს, ლუკ­მა-პური ჭირს. სწო­რედ ამ დროს შე­იქ­მნა ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც

- სრუ­ლი­ად პირ­და­პირ მნიშ­ვნე­ლო­ბით ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბო­და მხედ­რი­ო­ნულ -კო­მუ­ნის­ტუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის მიერ შექ­მნი­ლი დრა­კო­ნუ­ლი სის­ტე­მის გარ­ღვე­ვა­ში,- იცავ­და ცი­ხე­ში, პო­ლი­ცი­ის ჯურღმუ­ლებ­ში, ჰა­უ­ბახ­ტებ­ში;

- სწო­რედ ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით შექ­მნილ პირ­ველ იუ­რი­დი­ულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­დაც იმ დროს რომ ვერც კი იოც­ნე­ბებ­დი, ისე­თი იუ­რი­დი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩნდე­ბო­და რა­მის ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად, ემა­ხუ­რე­ბო­და სწავ­ლას მო­წა­დი­ნე­ბულ ახალ­გაზ­რდებს;

- მას­პინ­ძლობ­და ათე­უ­ლო­ბით სე­მი­ნარს და შეხ­ვედ­რას იმა­ვე ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით;

- ჩვე­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცია 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­და (ღა­მის მო­რი­გე­ო­ბაც გვქონ­და) რომ პო­ლი­ცი­ის მიერ გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი მო­რი­გი ახალ­გაზ­რდის დე­დის ზარს, რო­მე­ლიც დახ­მა­რე­ბას და შვე­ლას ითხოვ­და, პა­სუ­ხის გამ­ცე­მი, და­მაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ლი და გვერ­დში მდგო­მი მებ­რძო­ლი ყო­ლო­და;

- თა­ვად ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ასო­ბით ოჯა­ხის­თვის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თდერ­თი წყა­რო იყო, სხვა­დას­ხვა დროს ჩვენს მიერ და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 100 იუ­რისტს აჭარ­ბებ­და სა­ქარ­თვე­ლოს 7 ქა­ლაქ­ში; ხში­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­არ­სე­ბის პირ­ვე­ლი ათი წლის მან­ძილ­ზე სწო­რედ ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი გრან­ტით და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი ერ­თდერ­თი იყო არა მხო­ლოდ მხო­ლოდ მათ­თვის, არა­მედ მათი დიდი ოჯა­ხე­ბის­თვის;

- იყო წლე­ბი, რო­დე­საც ასო­ცი­ა­ცია ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი იყო სა­დაც იმე­დის და მო­მავ­ლის რწმე­ნის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად/და­საბ­რუ­ნებ­ლად მო­დი­ოდ­ნენ ახალ­გაზ­რდე­ბი. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­რუფ­ცი­ას გა­მოქ­ცე­ულ­ნი სწო­რედ აქ ეძებ­დნენ სი­ნათ­ლეს და პო­უ­ლობ­დნენ თა­ვი­სი­ა­ნებს სირ­თუ­ლე­ებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად.მე მეს­მის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ვი­საც სხვის­თვის არა­სო­დეს არა­ფე­რი უკე­თე­ბი­ათ, ვინც სა­კუ­თა­რი ცხვი­რის მიღ­მა არა­სო­დეს გა­უ­ხე­დავს, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბის ის­ტო­რი­აც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბით იწყე­ბა რთუ­ლი გა­სა­გე­ბია - რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა 7 თვის ორ­სუ­ლი ქალი პო­ლი­ცი­ის ჯურღმულ­ში დამ­წყვდე­უ­ლი, ნა­წა­მე­ბი ახალ­გაზ­რდის გა­მოხ­ნას მისი და მისი ჯერ არ­და­ბა­რე­ბუ­ლი შვი­ლის სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ცდი­ლობ­დეს, ან- რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა 20-22 წლის ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ია­რა­ღის მუ­ქა­რის ქვეშ ოქ­მებს იცავ­დნენ, ან - ოცი­ო­დე წლის ახალ­გაზ­რდა კაცი მხედ­რი­ო­ნულ-კრი­მი­ნა­ლურ სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბას მარ­ტო უპი­რის­პირ­დე­ბო­დეს ჰა­უ­ბახ­ტი­დან ნა­წა­მე­ბი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის გა­მოხ­სნის ჟი­ნით შე­პყრო­ბი­ლი,...

გა­სა­გე­ბია, რომ უმ­რავ­სე­ლო­ბას, უბ­რა­ლოდ, არ გეს­მით იმ საქ­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მელ­საც ჩვენ ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით და დღე­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან სა­ი­ა­ში, მაგ­რამ Sozar Subari ასე­თი ვისი და რა ვალი გაქვს რომ სა­კუ­თარ წარ­სულ­ზე უარს ამ­ბობ, ემიჯ­ნე­ბი და სი­მო­ნი­ა­ნის ქარ­თულ კა­რი­კა­ტუ­რად იქე­ცი?დღეს ეს იყოს, იმე­დია სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც მოყ­ვე­ბი­ან სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას, ისევ და ისევ არა ამათ­თვის, არა­მედ ჩვენ­თვის, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის­თვის, ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის რომ ის სი­ნათ­ლე რო­მე­ლიც სწო­რედ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გა­ა­ჩი­ნეს 90-ია­ნე­ბის ჯო­ჯო­ხეთ­ში არ ჩაქ­რეს და გა­დარ­ჩეს.რა­ღათ­ქმა უნდა ეს თით­ქმის 30-წლი­ა­ნი ის­ტო­რია მხო­ლოდ ამე­რი­კე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე არ დგას და ამ საქ­მი­ა­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლად ქცე­ვა­ში ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის წვლი­ლიც დი­დია.

გა­აგ­რძე­ლე ის­ტო­რია Anna Dolidze Zviad Kordzadze Kakha Kozhoridze Eka Siradzé Nina Khatiskatsi Davit Kiphiani ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი Zaza Rukhadze Giorgi Chkheidze Tamuna Kaldani Levan Mosakhlishvili Eka Urushadze Eka Datuashvili Jaba Devdariani Manana Kochladze Tamar Khidasheli".

ambebi.ge