"ახლა ერ­თა­დერ­თი ისეთ როლს თუ ვი­თა­მა­შებ, რო­მე­ლიც ჩემს ცხოვ­რე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ფილ­მი ტრა­გი­კუ­ლი გა­მო­ვა" - მოგონება ლიკა ქავჟარაძეზე და მსახიობის ნაკლებად ცნობილი ფოტოები - კვირის პალიტრა

"ახლა ერ­თა­დერ­თი ისეთ როლს თუ ვი­თა­მა­შებ, რო­მე­ლიც ჩემს ცხოვ­რე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ფილ­მი ტრა­გი­კუ­ლი გა­მო­ვა" - მოგონება ლიკა ქავჟარაძეზე და მსახიობის ნაკლებად ცნობილი ფოტოები

"ახლა ერ­თა­დერ­თი ისეთ როლს თუ ვი­თა­მა­შებ, რო­მე­ლიც ჩემს ცხოვ­რე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. მაგ­რამ მგო­ნია, რომ ფილ­მი ტრა­გი­კუ­ლი გა­მო­ვა, პე­სი­მიზ­მზე იქ­ნე­ბა აქ­ცენ­ტი, რად­გან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო, ვიდ­რე გა­მარ­თლე­ბა. სულ 10 წელი მქონ­და შე­და­რე­ბით ბედ­ნი­ე­რი და ისიც და­ნარ­ჩენ ცუდს ვერ გა­და­წო­ნის. ასე­თია ცხოვ­რე­ბა, ხან აქეთ გად­მო­გაგ­დებს, ხან იქით გა­და­გაგ­დებს. რა უნდა ქნა? უნდა გა­უძ­ლო…” - ამ­ბობ­და ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე 2011 წელს ჟურ­ნა­ლი “სი­თის­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში... ეს მისი ერთ-ერთი ბოლო ინ­ტერ­ვი­უა, რად­გან ქარ­თუ­ლი მე­დია, ნაკ­ლე­ბად იყო გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი მას­თან სა­უბ­რით... ეკ­რან­ზე თუ ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლებ­ზე მისი გა­მო­ჩე­ნა, ყო­ველ­თვის ტკი­ვი­ლით სავ­სე იყო, რად­გან სა­უბ­რობ­და კა­რი­ე­რა­ზე, რო­მე­ლიც ვერ გაგ­რძელ­და და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც არც ისე მარ­ტი­ვი იყო...

დღეს ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 5 წელი გა­ვი­და. მარ­თა­ლია, მას ხში­რად ერთი რო­ლის მსა­ხი­ო­ბად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, მაგ­რამ ამან მის პო­პუ­ლა­რო­ბას ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო... ქარ­თულ კი­ნო­ში მან გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მა­რი­ტას სახე შექ­მნა...

"ტა­ლა­ხის სცე­ნის გა­და­ღე­ბი­სას ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც იყ­ვნენ, კადრს მიღ­მა, ლიკა გე­ნაც­ვა­ლე, რო­გორ მიყ­ვარ­ხა­რო მუბ­ნე­ბოდ­ნენ და კა­მე­რა რომ ირ­თვე­ბო­და, მთე­ლი ძა­ლით მეს­როდ­ნენ ტა­ლახს, ავი­წყდე­ბო­დათ ყვე­ლა­ფე­რი.

- ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი სას­ტი­კე­ბი არი­ან?

- რო­გორ არა, ძა­ლი­ან სას­ტი­კე­ბი არი­ან, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, რომ ქვა და ტა­ლა­ხი გეს­რო­ლონ..." - ამ­ბობ­და ლიკა.

მარ­თა­ლია, მის­თვის ცხოვ­რე­ბა­ში ფი­ზი­კუ­რად არ უს­ვრი­ათ ტა­ლა­ხი, მაგ­რამ ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის ქალი იყო, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე ვერ და­ა­ფა­სეს, ვერც კი­ნომ და ვერც იმ მა­მა­კა­ცებ­მა, რომ­ლე­ბიც მის ცხოვ­რე­ბა­ში იყ­ვნენ...

წლე­ბის წინ მწე­რა­ლი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებ­და...

დათო ტუ­რაშ­ვი­ლი:

"სახ­ლი­დან გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­წყე­ბამ­დე ოცი წუ­თით ადრე გა­მოვ­დი­ო­დი. ჯერ გა­ვუვ­ლი­დი ჩემს კლა­სელს, მე­გო­ბარს და მე­ზო­ბელს ლაშა ფხა­კა­ძეს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სა­დარ­ბა­ზოს წინ მე­ლო­და ხოლ­მე და მერე ერ­თად ვაგ­რძე­ლებ­დით გზას სკო­ლი­სა­კენ.

მოკ­ლედ, იმ დი­ლი­თაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან, და­ვეშ­ვი კი­ბე­ზე და მე­ზო­ბე­ლი კორ­პუ­სის კე­დელ­თან რომ უნდა შე­მეხ­ვია და ქუ­ჩა­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, უცებ ვიგ­რძე­ნი უც­ნა­უ­რი სი­სუს­ტე მუხ­ლებ­ში და გავ­ჩერ­დი - ჩემს წინ იდგა ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე. უფრო სწო­რად, მე ვი­დე­ქი გა­უნ­ძრევ­ლად მა­ნამ, სა­ნამ ლაშა ფხა­კა­ძემ არ მო­მა­კი­თხა, თო­რემ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს ფეხი არ შე­უ­ნე­ლე­ბია, მე არც შე­ვუმ­ჩნე­ვი­ვარ, ისე ჩა­მი­ა­რა გვერ­დით და სა­დარ­ბა­ზო­ში შე­ვი­და. ეს ის დრო იყო, როცა ცხრა­მე­ტი წლის ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს, უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და მა­რი­ტას როლი კი­ნო­ფილმ "ნატ­ვრის ხეში" და ეს ფილ­მი, ჩვენც ნა­ნა­ხი გვქონ­და. გააგრძელეთ კითხვა ambebi.ge-ზე და იხილეთ ფოტოები