პოლონეთში ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადებიან - ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მიწისქვეშა თავშესაფრების მდგომარეობას ამოწმებენ - კვირის პალიტრა

პოლონეთში ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადებიან - ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მიწისქვეშა თავშესაფრების მდგომარეობას ამოწმებენ

პოლონეთის ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოსამზადებლად, მიწისქვეშა თავშესაფრების მდგომარეობას ამოწმებს.

აღნიშნულის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაჩეი ვაშიკიმ განაცხადა.

“ჩვენ ქვეყნის მასშტაბით 62 000 ასეთი ობიექტი გვაქვს. მეხანძრეები მათ მდგომარეობას ამოწმებენ, არის თუ არა ისინი აღჭურვილი და ვარგისია თუ არა გამოსაყენებლად. თუ არა, ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს მათი ადაპტაციისთვის”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

IPN