გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ინვესტიცია „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“  პროექტში - კვირის პალიტრა

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ინვესტიცია „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“  პროექტში

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტიდან ჯილდოს მფლობელი გასულ კვირას დასახელდა და მისი მფლობელი როლანდ თავაძე გახდა. ახალგაზრდა პედაგოგი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უკვე მეექვსე წელია აქტიურად უჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს და ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა კონკურსის პარტნიორი გამხდარიყო და საკუთარი წვლილი შეეტანა მასწავლებლის როლის პოპულარიზაციაში. ფონდის დაარსების დღიდან იგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ძირითადი სპონსორი და დამფინანსებელია. 6 წლის განმავლობაში გპფ-ს მიერ გამოყოფილმა ფინანსურმა ინვესტიციამ გადააჭარბა 650 000 ათას ლარს, საიდანაც 80 000-ზე მეტი ლარი პროექტის გამარჯვებულთა საპრიზო ფონდს წარმოადგენს.

„გვიხარია, რომ პროექტის გამარჯვებული წელსაც განსხვავებული, საკუთარ საქმეზე შეყვარებული პედაგოგი გახდა. სწორედ ისეთი ადამიანი, რომლიც თავის მხრივ მისაბაძია სხვა პედაგოგებისთვისაც. გვახარებს ისიც, რომ ყოველ წლიურად იზრდება მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა, წელსაც საინტერესო და გამორჩეული ათეული ჰყავდა კონკურსს. თითოეული მათგანი გმირია თავის საქმეში და დღეიდან სხვა პედაგოგებსაც გაუზიარებენ ამ ცოდნასა და გამოცდილებას.

ჩვენთვის კონკურსი ერთ-ერთი პირველი პროექტია, რომელსაც მხარი დავუჭირეთ და კონკურსისთვისაც ერთ-ერთი პირველი სპონსორი ვიყავით იმ დროს. თუმცა დროის ამ მოკლე მონაკვეთმა გვაჩვენა, რომ ჩადებული ინვესტიცია განათლებაში რთული, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სწორი გზაა წარმატებული ქვეყნის მშენებლობისთვის. დღეს უკვე იკვეთება ის კონტურები თუ რა წარმატებული შედეგები მოაქვს ჩვენს ფინანსურ თუ ადამიანურ ინვესტიციას. ჯილდოსა და სხვა პროექტების მხარდაჭერით ვხედავთ იმ შედეგს, თუ როგორი პოპულარული ხდება მასწავლებლის პროფესია, რა სიახლეებს ნერგავენ ისინი სკოლებში, ახალგაზრდებში როგორ იცვლება დამოკიდებულება მომავალი პროფესიის მიმართ, რა კადრი შედის შემდეგ უნივერსიტეტიდან საკლასო ოთახში და საერთო ჯამში როგორ ტრანსფორმირდება პედაგოგის როლიც და საქმიანობაც. ეს სწორედ ის ტრანსფორმაცია და ცვლილებაა, რაც ქვეყანას სრულიად ახალ პედაგოგს მისცემს, იმ უალტერნატივო რესურსს, რომელმაც განათლებული და მოაზროვნე მომავალი უნდა აღზარდოს.“ - აღნიშნავს გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი.

წლევანდელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათი ფინალისტიდან ჟიურიმ 5 მონაწილე შეარჩია, რომლებსაც ფონდმა და პროექტის პარტნიორებმა სხვადასხვა პრიზები გადასცეს. წლევანდელი ფინალისტები გახდნენ:

· მიხეილ ლაბარტყავა - დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის ,,შავნაბადა” ქიმიის მასწავლებელი;

· ნანა მგალობლიშვილი - ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

· როლანდ შავაძე - როლანდ შავაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;

· სოფიო ძიგრაშვილი - ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი;

· ირა ძირკვაძე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი.

კონკურსის შესახებ:

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

გპფ პროექტის გენერალური სპონსორია 2017 წლიდან. ასევე პროექტის მხარდამჭერები არიან: ოქროს სპონსორი ლიბერთი ბანკი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

ფონდის შესახებ

გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი 2017 წელს ქალბატონ ინა გუდავაძის ინიციატივით შე­იქ­მნა და მისი მი­სი­აა ხელი შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას. იგი მიზ­ნად ისა­ხავს გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თო ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას, გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და მას­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდას. სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­თა და გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბით "გპფ“ მო­წო­დე­ბუ­ლია, შე­იქ­მნას სა­ჯა­რო და კერ­ძო პარტნი­ო­რო­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მხარ­და­სა­ჭე­რად. ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფონ­დის მიერ და­ფი­ნანსდა 25-ზე მეტი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი. "გპფ-ს“ ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში თით­ქმის 3.5 მლნ. ლარს შე­ად­გენს.

ფონ­დის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის თა­ნა­დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი - სა­ქარ­თვე­ლო, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დი, USAID, UNDP, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი, Konrad Adenauer Stiftung, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, გო­რის, ზუგ­დი­დის, თე­ლა­ვის, ახალ­ცი­ხის, სო­ხუ­მის, ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.