"მქონდა დიდი დეპრესიის ეპიზოდი, პანიკური შეტევები, დამოკიდებული ვიყავი ანტიდეპრესანტებზე" - რატომ გაუჩინარდა ტელესივრციდან თიკო სადუნიშვილი? - კვირის პალიტრა

"მქონდა დიდი დეპრესიის ეპიზოდი, პანიკური შეტევები, დამოკიდებული ვიყავი ანტიდეპრესანტებზე" - რატომ გაუჩინარდა ტელესივრციდან თიკო სადუნიშვილი?

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან გაქ­რა. რა გახ­და ამის მი­ზე­ზი და რას საქ­მი­ა­ნობს დღეს­დღე­ო­ბით, ამ სა­კი­თხებ­ზე ლელა წურ­წუ­მი­ას­თან გა­და­ცე­მა­ში გუ­ლახ­დი­ლად ილა­პა­რა­კა.

- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ეტა­პი, რო­დე­საც რა­ღა­ცის გა­და­ფა­სე­ბას იწყებ. ჩემი გაქ­რო­ბაც ტე­ლე­სივ­რცი­დან ამი­ტომ მოხ­და. რო­დე­საც იქამ­დე მი­დი­ხარ, რომ ცხოვ­რე­ბა აზრს კარ­გავს, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მძი­მედ მოხ­და, მქონ­და პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი, რა­ზეც ადა­მი­ა­ნე­ბი ღიად სა­უბ­რო­ბენ. და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სა­აფ­თი­ა­ქო აბებ­ზე, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებ­ზე. და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ასე­ვე ნარ­კო­ტი­კებ­ზე. აქ მინ­და და­ვა­კონ­კრე­ტო, რომ ეს იყო ცნო­ბი­ე­რე­ბის შემ­ცვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. მე მო­ვიხ­მარ­დი კლუ­ბურ ნარ­კო­ტი­კებს...

დი­აგ­ნო­ზი მქონ­და ტვი­ნის ინ­ტოქ­სი­კა­ცია და დიდი დეპ­რე­სი­ის ეპი­ზო­დი და­ი­წყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ადა­მი­ა­ნებ­თან აღარ ვურ­თი­ერ­თობ­დი, ოთა­ხი­დან არ გა­მოვ­დი­ო­დი, ჩა­ვი­კე­ტე, ადა­მი­ა­ნე­ბის შიში გა­მიჩ­ნდა. სუ­ი­ცი­დურ აქ­ტზეც მე­ფიქ­რე­ბო­და. ჩემ­თვის რა­ღაც მო­მენ­ტში ეს იყო ფსკე­რი. მე გა­რეგ­ნუ­ლად ეს არ მე­ტყო­ბო­და, უფრო ემო­ცი­უ­რად ვი­ყა­ვი ცუ­დად. ყვე­ლა­ზე მძი­მე ის იყო, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი იმ­დე­ნად ვართ რო­ლებ­ში ცხოვ­რე­ბას მიჩ­ვე­უ­ლე­ბი, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ამ დროს აღი­ა­რე­ბაა, რომ ცუ­დად ხარ და აჩ­ვე­ნო ეს სხვა ადა­მი­ა­ნებს, ითხო­ვო დახ­მა­რე­ბა.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, როცა თავს ცუ­დად გრძნობ, არის აღი­ა­რე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან და დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა სხვე­ბის­თვის. მე მი­ჭირ­და ჩემს თავ­თან აღი­ა­რე­ბა, რომ ცუ­დად ვი­ყა­ვი. გა­ვურ­ბო­დი ამ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეპ­რე­სი­ას რო­დე­საც გა­ურ­ბი­ხარ, უფრო დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა. ვე­მა­ლე­ბო­დი ამ ყვე­ლა­ფერს და ნივ­თი­ე­რე­ბე­ბიც სწო­რედ ამის­თვი­საა, რე­ა­ლო­ბი­დან გაქ­ცე­ვის­თვის. ადა­მი­ა­ნებს, სა­კუ­თარ თავს, სამ­ყა­როს ვე­მა­ლე­ბო­დი...

მე არ მინ­და, რომ ჩემი სა­უ­ბა­რი ან­ტი­ნარ­კო­ტი­კულ კამ­პა­ნი­ას და­ემ­სგავ­სოს, ძა­ლი­ან საფრ­თხი­ლო თე­მაა და მე ვყვე­ბი ჩემს ის­ტო­რი­ას. ჩემს ამ მდგო­მა­რე­ო­ბას მხო­ლოდ ნივ­თი­ე­რე­ბებს არ მი­ვა­წერ­დი, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მაც დიდი როლი შე­ას­რუ­ლა.

მზე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, გა­თე­ნე­ბა... მაგ­რამ დად­გა პე­რი­ო­დი, როცა მზე­საც ვე­მა­ლე­ბო­დი, დღის ადა­მი­ა­ნი ვარ და გა­თე­ნე­ბა უფრო მიყ­ვარს, ვიდ­რე და­ღა­მე­ბა. ეს არის პე­რი­ო­დი რო­დე­საც მზეს ვე­მა­ლე­ბო­დი და სიბ­ნე­ლე­ში ვცხოვ­რობ­დი, აბ­სო­ლუ­ტურ სუ­ლი­ერ სი­ცა­რი­ე­ლეს გან­ვიც­დი­დი. ზღვარ­ზე ვი­დე­ქი, როცა ცხოვ­რე­ბა აზრს კარ­გავს, მაგ დროს ცო­ცხა­ლი ხარ თუ მკვდა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ეკარ­გე­ბა. რა­ღაც მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე ვტრი­ა­ლებ­დი და ვხე­დავ­დი, რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი ჩემი წარ­სუ­ლი იყო. ავ­დე­ქი და ვუ­პა­სუ­ხე კი­თხვებს, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მინ­და მქონ­დეს სა­კუ­თარ თავ­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან და სამ­ყა­როს­თან და რო­გო­რი მქონ­და მა­შინ. ამ დროს მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა შე­მეც­ვა­ლა.

ჩემ­თვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ვი­ყე­ნე პან­დე­მია. ჩემ­ში დიდი აფეთ­ქე­ბა მზად­დე­ბო­და და სამ­ყა­რო­მაც ხელი შე­მი­წყო ამა­ში. ამა­ში, ამი­ტომ ისე მძი­მე არ ყო­ფი­ლა ჩემი იზო­ლა­ცია, უბ­რა­ლოდ მე­ტად გაგ­რძელ­და.

ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი ჩემი შვი­ლი რომ და­ი­ბა­და და ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით. ჩემ­მა შვილ­მა იცო­და ჩემი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ. ბო­ლომ­დე ვერ ვუ­ზი­ა­რებ­დი ყვე­ლა­ფერს, თუმ­ცა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ხა­რის­ხი ბევ­რად მა­ღა­ლია არა მხო­ლოდ შვილ­თან, არა­მედ მშობ­ლებ­თა­ნაც, ყვე­ლას­თან. ახლა თავს ვგრძნობ ძა­ლი­ან კარ­გად” - ამ­ბობს თიკო სადუნიშვილი. (წყარო)