უკრაინამ ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად კიდევ 32 სამხედრო დაიბრუნა - კვირის პალიტრა

უკრაინამ ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად კიდევ 32 სამხედრო დაიბრუნა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 32 სამხედრო დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი პირად “ფეისბუქ” გვერდზე ავრცელებს.

“ჩვენები სახლში არიან. დღეს ტყვეთა მორიგი გაცვლა განვახორციელეთ. მოვახერხეთ ჩვენი 32 მეომრის გათავისუფლება და ისრაელელი დმიტრი ფიალკას ცხედრის დაბრუნება. გათავისუფლებულთა შორის არიან - ოფიცრები, სერჟანტები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. ყველა მათგანი ისეთ ადგილებში იყო, სადაც მძიმე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ბევრი მათგანი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა”, - წერს ერმაკი.

მისი თქმით, გათავისუფლებული ახლა სამედიცინო შემოწმებას გადიან.

“ჩვენ ხალხს ვაბრუნებთ. ყველას დავაბრუნებთ. ყოველი უკრაინელისთვის ვიბრძოლებთ. რადგან ჩვენი ხალხი - ჩვენი ყველაზე ძვირფასი საგანძურია. და ჩვენ გავიმარჯვებთ. ამაში არანაირი ეჭვი არ არის”, - წერს უკრაინიდ პრეზიდენტი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

IPN