"გია ხარჩილავას ავტომანქანის დაწვა მის საქმიანობას უკავშირდება" - წალენჯიხის მერის მოადგილე - კვირის პალიტრა

"გია ხარჩილავას ავტომანქანის დაწვა მის საქმიანობას უკავშირდება" - წალენჯიხის მერის მოადგილე

წალენჯიხის მერიაში, მერის, გია ხარჩილავას ავტომანქანის დაწვას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ განუცხადა, შემთხვევის ადგილზე ფიქსირდება კვალი იმასთან დაკავშირებით, რომ მანქანას საწვავი მიზანმიმართულად შეასხეს.

„შემთხვევა გვიან მოხდა. ბავშვებს გაუგიათ ხმა. მანქანა სახლის წინ ეყენა და როცა გარეთ გავიდნენ, უკვე ცეცხლი ეკიდა. მთლიანად არის დამწვარი. მომხდარს მის საქმიანობას ვუკავშირებთ. ის არ არის მორჩილი მერი“, - განაცხადა თამარ ბელქანიამ.

შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

IPN