"სანამ ჟურნალისტს გამოუშვებ, იქნებ მოუყვე ხოლმე, სად და რატომ მიდის" - თინა ხიდაშელი შალვა რამიშვილს მიმართავს - კვირის პალიტრა

"სანამ ჟურნალისტს გამოუშვებ, იქნებ მოუყვე ხოლმე, სად და რატომ მიდის" - თინა ხიდაშელი შალვა რამიშვილს მიმართავს

ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში "პოს­ტი­ვის" ხელ­მძღვა­ნე­ლსა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნს, შალვა რამიშვილს მიმართავს.

"მიუხედავად ინტერვიუზე უარისა, POS TV დამადგა ოფისში. ასეთი რამ Real TV-საც კი არ უკადრია, თავის დროზე. ქუჩაში მელოდებოდნენ ხოლმე.

შალვა რამიშვილი არ არის პრობლემა, პატივით მივიღეთ, ინტერვიუც მივეცი.

პატარა შესავალი კურსი გამოვიდა არასამთავრობოების არსისა და ფუნქციის შესახებ და მომავალშიც მივიღებ, ყავასაც შევთავაზებ, მაგრამ სანამ ჟურნალისტს გამოუშვებ, იქნებ მოუყვე ხოლმე, სად და რატომ მიდის, თორემ დარწმუნებული ვარ, სრული სიახლე იყო მისთვის სოზარის არასამთავრობოული წარსული.

არც სოზარის თავისუფლების ინსტიტუტელობა იცოდა, არც სოზარის ამერიკული გრანტით დაფინანსებული პროექტები, არც სახალხო დამცველს რომ სწორედ გრანტებით ეხმარებიან", - წერს ხიდაშელი.