შენი ფსიქო პორტრეტი - კვირის პალიტრა

შენი ფსიქო პორტრეტი

«შე­ი­ცან თავი შენი»

სოკ­რა­ტე

ყვე­ლა ადა­მი­ანს ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­სია აერ­თი­ა­ნებს: შე­იც­ნოს სა­კუ­თა­რი არსი.

სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა არც ისე მარ­ტი­ვი და ხან­მოკ­ლე პრო­ცე­სია, რად­გან ის სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნის მრა­ვა­ლი ჭრი­ლი­დან და­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს. თვით­შე­მეც­ნე­ბა ხა­სი­ა­თის, ჩვე­ვე­ბის, ქცე­ვის ფორ­მე­ბის, ფიქ­რე­ბის, მის­წრა­ფე­ბე­ბის, სურ­ვი­ლე­ბის ანა­ლი­ზის შე­დე­გია და ეს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი პრო­ცე­სია. რად­გან ერ­თის მხრივ ის სო­ცი­უ­მი თუ გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე და მისი ხა­სი­ა­თის, ფიქ­რე­ბის და ქცე­ვე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე გარ­კვე­ულ­წი­ლად გავ­ლე­ნას ახ­დენს, მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბა­დია და მე­ო­რე მხრივ ხა­სი­ა­თის ის თვი­სე­ბე­ბი, რაც ჩვენ­შია ჩა­დე­ბუ­ლი, არა ერ­თდრო­უ­ლად, არა­მედ სი­ტუ­ა­ცი­უ­რად ვლინ­დე­ბა. ანუ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს სჭირ­დე­ბა დრო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­საც­ნო­ბად. მაგ. რთუ­ლია შე­ა­ტყო თავს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, სა­ნამ მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი მო­მენ­ტე­ბი არ დად­გე­ბა. ან პე­სი­მიზ­მი, როცა ცხოვ­რე­ბას რა­ღაც ეტა­პამ­დე ამის სა­ბა­ბი არ მო­უ­ცია. თუმ­ცა ყო­ვე­ლი ახა­ლი ეტა­პი და ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა თუ ქცე­ვა ჩვენს თვით­შე­მეც­ნე­ბას და იმის გა­გე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, თუ რას წარ­მო­ვად­გენთ, რა გვსურს სი­ნამ­დვი­ლე­ში, რის­კენ მი­ვეს­წრა­ფით, რა არის ჩვე­ნი როლი და მო­წო­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ლო­დი­ნად ღირს.

თვით­შე­მეც­ნე­ბის შემ­დეგ უფრო მარ­ტივ­დე­ბა ოც­ნე­ბე­ბის თუ მიზ­ნე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა და შეს­რუ­ლე­ბა, და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია - ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან, რად­გან სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის ანა­ლი­ზით ვსწავ­ლობთ სხვა, მი­ნი­მუმ მსგავ­სი პი­როვ­ნე­ბის ტი­პის ანა­ლიზ­საც, ეს კი გვი­ად­ვი­ლებს ურ­თი­ერ­თო­ბებს, აჩენს ჩვენ­ში ემ­პა­თი­ას და გვხდის უფრო ჰუ­მა­ნურს და შეგ­ნე­ბულს. ასე რომ სხვა ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბაც სა­კუ­თა­რი თა­ვის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბით იწყე­ბა. ჩვენს სა­უ­კუ­ნე­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად კი­დევ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ის დარ­გი.

აბ­რა­ამ მას­ლო­უს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­თა პი­რა­მი­დის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა თუ ინ­დი­ვი­დი მისი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ველ შემ­დგომ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვლით უფრო და უფრო უახ­ლოვ­დე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბას, როცა აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მხო­ლოდ საკ­ვებ­ზე, თავ­შე­სა­ფარ­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბა­სა თუ სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ფიქ­რი, არა­მედ სურს სა­კუ­თა­რი თა­ვის თვით­რე­ა­ლი­ზე­ბა, რის უპი­რო­ბო წი­ნა­პი­რო­ბა­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბა წარ­მო­ად­გენს. თვით­შე­მეც­ნე­ბის­თვის თუ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის შეც­ნო­ბის­თვის და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ტი­პის გან­სა­ზღვრა. მარ­თა­ლია ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ხა­სი­ა­თით და თვი­სე­ბე­ბით, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს შო­რის არის გარ­კვე­უ­ლი მსგავ­სე­ბე­ბიც და ეს მსგავ­სე­ბე­ბი აერ­თი­ა­ნებს მათ ჯგუ­ფე­ბად.

ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში პი­როვ­ნე­ბის შეს­წავ­ლის ან კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ის მრა­ვა­ლი მიდ­გო­მა არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჰი­პოკ­რა­ტეს ოთხი ტემ­პე­რა­მენ­ტის თე­ო­რი­აა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ადა­მი­ა­ნე­ბი იყო­ფი­ან სან­გვი­ნიკ, ქო­ლე­რიკ, ფლეგ­მა­ტიკ და მე­ლან­ქო­ლიკ ტი­პა­ჟე­ბად და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი აერ­თი­ა­ნებს ადა­მი­ა­ნებს ამ ტი­პა­ჟის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბით და ქცე­ვის ფორ­მე­ბით.

ჰი­პოკ­რა­ტეს კლა­სი­ფი­კა­ცი­ის­გან შორს არ დგას ამე­რი­კე­ლი ფსი­ქო­ლო­გის ვი­ლი­ამ მოლ­ტონ მარ­სტო­ნის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბის პრო­ფი­ლის მო­დე­ლი, სა­დაც ის ასე­ვე ოთხი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ქცე­ვას/ხა­სი­ათს აღ­წერს და ით­ვა­ლის­წი­ნებს ქცე­ვის ისეთ პო­ლუ­სებს, რო­გო­რი­ცაა ერ­თის მხრივ ექ­სტრო­ვერ­ტუ­ლი და ინ­ტრო­ვერ­ტუ­ლი ქცე­ვა და მე­ო­რეს მხრივ ადა­მი­ა­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ქცე­ვა. პი­როვ­ნე­ბის ოთხი ტიპი შე­და­რე­ბუ­ლია ისეთ არ­სე­ბებ­თან, რო­გო­რი­ცაა არ­წი­ვი, მა­ი­მუ­ნი, ფუტ­კა­რი და პან­და. ექ­სტრო­ვერტ და ინ­ტრო­ვერტ ადა­მი­ა­ნებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, ადა­მი­ა­ნი გან­მარ­ტო­ე­ბით, თა­ვის­თვის ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს თუ სხვე­ბის გა­რე­მოც­ვას.

მე­ო­რე გან­ზო­მი­ლე­ბა კი გა­ნი­ხი­ლავს იმ სა­კითხს, პი­როვ­ნე­ბა უფრო და­ვა­ლე­ბებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თუ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.ამ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით არ­სე­ბობს პი­როვ­ნე­ბის ოთხი ტიპი:

• არ­წი­ვი – ექტრო­ვერ­ტუ­ლი და ამო­ცა­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ქცე­ვა

• მა­ი­მუ­ნი – ექტრო­ვერ­ტუ­ლი და ადა­მი­ა­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ქცე­ვა

• პან­და – ინ­ტრო­ვერ­ტუ­ლი და ადა­მი­ა­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ქცე­ვა

• ფუტ­კა­რი – ინ­ტრო­ვერ­ტუ­ლი და და­ვა­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ქცე­ვა

იხი­ლეთ თი­თო­ე­უ­ლი ტი­პის მოკ­ლე და­ხა­სი­ა­თე­ბა მეტ­წი­ლად მათი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

arwivi-1665582129.png

პი­როვ­ნე­ბის ტიპი, იგი­ვე ტემ­პე­რა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ჩვენს ბი­ო­ლო­გი­ურ ფუნ­და­მენტს წარ­მო­ად­გენს, არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად და გე­ნე­ტი­კუ­რად, თუმ­ცა მცი­რედ მო­დი­ფი­კა­ცი­ას სო­ცი­უ­მის გავ­ლე­ნი­თაც გა­ნიც­დის.

გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომე ერთ პი­როვ­ნე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ტემ­პე­რა­მენ­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი იყოს თავ­მოყ­რი­ლი, თუმ­ცა მათ შო­რის რო­გორც წესი ერთი დო­მი­ნი­რებს. სხვე­ბი კი მეტ - ნაკ­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ვო­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

პი­როვ­ნე­ბის ტი­პე­ბის შეს­წავ­ლა რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ თვით­შე­მეც­ნე­ბას­თან ერ­თად ხელს უწყობს ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის პრო­ცეს­საც, რად­გან სწო­რედ ჩვე­ნი პი­როვ­ნე­ბის პრო­ფი­ლი გან­სა­ზღვრავს ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მე­გობ­რებ­თან, კო­ლე­გებ­თან, მომ­ხმა­რებ­ლებ­თან, დროს­თან, საქ­მეს­თან, ამო­ცა­ნებ­თან, მიზ­ნებ­თან და სხვა. ამი­ტომ ამ ცოდ­ნის ეფექ­ტუ­რად გა­და­ტა­ნა ხდე­ბა რო­გორც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ისე სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ პრო­ცე­სებ­ში და ბიზ­ნეს­ში.

თუ გსურთ გა­ი­გოთ, რო­გო­რია თქვე­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პორ­ტრე­ტი, შე­ავ­სეთ ჩვე­ნი პი­როვ­ნე­ბის პრო­ფი­ლი აქ!

ხოლო თუ გსურთ გა­ი­გოთ, რა ნაკ­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი ახა­სი­ა­თებს თქვე­ნი პი­როვ­ნე­ბის ტიპს ან რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოთ ამ თე­მის ირ­გვლივ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მომ­ხმა­რებ­ლებ­თან, კო­ლე­გებ­თან, მმარ­თვე­ლებ­თან, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ პარტნი­ო­რებ­თან თუ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, შე­მოგ­ვი­ერ­თდით! ჩვენ გი­ამ­ბობთ უფრო მეტს თქვენ­ზე.

* სოკ­რა­ტე - ძვე­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის ბერ­ძე­ნი ფი­ლო­სო­ფო­სი

* ჰი­პოკ­რა­ტე - ძვე­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის ბერ­ძე­ნი ექი­მი და პე­და­გო­გი

NS